Home » მთავარი » გარდაცვლილი ჯარისკაცის სოფელი საპროტესტო აქციებით და არჩევნების ბოიკოტით იმუქრება

გარდაცვლილი ჯარისკაცის სოფელი საპროტესტო აქციებით და არჩევნების ბოიკოტით იმუქრება

როგორც საზოგადოებას ახსოვს, ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი მირზა ჩაჩუა ივლისში გარდაიცვალა. კაპრალი მირზა ჩაჩუა ორფოლოს პოლიგონის ტერიტორიაზე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დღეს გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახმა და ახლობლებმა, საპროტესტო აქცია გამართეს და გასაფრთხილებლად რამდენიმე წუთით გზაც გადაკეტეს.

ოჯახი საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. მათი თქმით, ჯარისკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა, ექსპერტიზამ კი მძიმე ხარისხის ალკოჰოლური თრობა დაუდგინა. ჯარისკაცის ოჯახი აცხადებს, რომ ექსპერტიზა არასწორად არის ჩატარებული და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჩაჩუა არასდროს სვამდა და თუ ოჯახის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სოფელი  დაბლაგომი საპროტესტო აქციებით და არჩევნების ბოიკოტით იმუქრება.

Facebook Comments
x

Check Also

“გაჯანსაღება უნდა დაიწყოს ეკლესიით! სიმართლე უნდა გაჟღერდეს!”

მეუფე პეტრე -გაჯანსაღება უნდა დაიწყოს ეკლესიით -სახელებს დავასახელებ სინოდის სხდომაზე. ახლა ვხედავთ პოლიტიკურ და სულიერ ...