Home » მთავარი » „9 თვე გავიდა, რამე გაარკვიეს? როგორ ვენდოთ, რომ კანაფის ქვეყნის შიგნით არმოხვედრას გააკონტროლებენ?!.“

„9 თვე გავიდა, რამე გაარკვიეს? როგორ ვენდოთ, რომ კანაფის ქვეყნის შიგნით არმოხვედრას გააკონტროლებენ?!.“

გახსოვთ, ალბათ გახმაურებული საქმე-ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალის სტაციონარში ათასობით ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა. საწყობიდან  6 ათასი ამპულა გაქრა.

გამოძიების დაწყების შემდეგ, კლინიკაში, რომელსაც კომპანია “მედ-ემერჯენსი” მართავს, ორი თანამშრომელი არ გამოჩენილა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, აღრიცხვის ან შენახვის წესის დარღვევას გულისხმობს.

შემდეგ საქმე დავიწყებას მიეცა, აი სწორედ ამ ფაქტს ეხმიანება ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში და წერს:

-დაახლოებით 9 თვის წინ ბათუმის საავადმყოფოდან 6 000 (ექვსი ათასი) ამპულა მორფი დაიკარგა ანუ მოიპარეს. მასთან ერთად გაუჩინარდა ექთანიც.

9 თვე გავიდა და დღემდე არც მორფი უპოვიათ და არც ვინმე დაუკავებიათ. 6 000 ამპულა მორფი 200 კაცის ერთი თვის დოზაა დაახლოებით. ამის შემდეგ როგორ უნდა ენდო ან შინაგან საქმეთა მინისტრის ან ქოცდეპუტატების მტკიცებას, რომ კულტივირებული კანაფის ქვეყნის შიგნით არმოხვედრას გააკონტროლებენ.

მარტო გორის სოფლები რომ დაიაროთ და წელს დათესილი პლანი თივის სახით აიღოთ 20 000 პრესი მაინც გამოვა. დიდიან პატარიანად ყველას პლანი უთესია და ეწევა. ერი ჩლუნგდება და ესაა ივანიშვილების და ქართული ოცნების ნარკოპოლიტიკის შედეგი.

არადა კანაფის დათესვა/მოყვანა დღემდე დასჯადია კანონით, მაგრამ ვინაა პატრონი.

Facebook Comments
x

Check Also

აფრიკის მხოლოდ სამ ქვეყანაში არ დადასტურებულა “კოვიდ 19”

აფრიკის კონტინენტზე კოროვირუსით დაინფიცირების შემთხვევების რიცხვი 10 075-მდე ს გაიზარდა, დაიღუპა 487 ადამიანი. აფრიკის კონტინენტზე ...