Home » ინტერვიუ » „ხელმოწერები არ წარვადგინეთ, მაგრამ ვიწყებთ ბრძოლას მგლების ხროვის წინააღმდეგ!..“

„ხელმოწერები არ წარვადგინეთ, მაგრამ ვიწყებთ ბრძოლას მგლების ხროვის წინააღმდეგ!..“

ცესკოში პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერი ხელმოწერების შეტანა დასრულდა. პრეზიდენტობის მსურველი 46 კანდიდატიდან ამ დროისთვის მხოლოდ 14 კანდიდატია რეგისტრირებული, ზოგიერთმა კანდიდატმა ხელმოწერები საერთოდ არ წარადგინა.

ჩვენი ინფორმაციით, ხელმოწერები არ წარადგინა პრეზიდენტობის აწ უკვე ყოფილმა კანდიდატმა ზაქარია როჭიკაშვილმა.

GmTV კანდიდატის მხარდამჭერი ფონდის ხელმძღვანელს, ჟურნალისტ ქეთი სესიაშვილს დაუკავშირდა. ცნობისთვის, ქეთი სესიაშვილი ზაქარია როჭიკაშვილის მეუღლეა, რომელიც არ აპირებს ბრძოლის შეწყვეტას და ამბობს, რომ “რძოლა ახლა იწყება“

-ქეთი, რატომ არ წარადგინეთ ხელმოწერები?

-ჩვენ, საინიციატივო ჯგუფმა არ შევიტანეთ ხელმოწერები ცესკოში, – კერძოდ, 2018 წლის 18 სექტემბრის 18:00 საათამდე გვქონდა კანდიდატებს ბოლო ვადა საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებისთვის. მიუხედავად მცირე დროისა, ზაქარია როჭიკაშვილმა, ყოველგვარი ანგარებისა და ხმების ყიდვის გარეშე (კარგად ვიცით, რასაც ვამბობთ) დააგროვა 22 ათასამდე ხელმოწერა (კონკრეტულად : 21 844 ხელმოწერა, შესატანი იყო სავალდებულო 26 ათასი ხელმოწერა), რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველობა არ დაკარგულა, არ დაკარგულა ეროვნული მამულიშვილური მუხტი, მუხტი ბრძოლისა კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით, 1991 წლის საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე.

-ეს ნიშნავს, რომ დატოვეთ „ბრძოლის ველი“ თუ კიდევ ვიხილავთ თქვენს გუნდს პოლიტიკურ ასპარეზზე?

-ბრძოლა ახლა იწყება!
ჩვენ: ქეთი სესიაშვილი, ზაქარია როჭიკაშვილი, კონსტანტინე ფორჩხიძე, ჩვენს საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და მხარდამჭერებთან ერთად მზად ვართ ამ მამულიშვილური მოთხოვნით მოგმართოთ თქვენ: დროა ბრძოლისა და ქმედებისა!
ჩვენი სამშობლო სერიოზულ განსაცდელშია!
ჩვენი ლოზუნგია: რწმენა – ქრისტესი!
მიწა – ქართველთა (საქართველოს შვილთა, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობისა (არა სექტანტთა))
ენა – ქართული!
სამშობლოს სიყვარულს ფული არ სჭირდება!

-როგორც ვიცი საკმაოდ დიდი შრომა გაწიეთ. რაიონებშიც იყავით გასული, რა არის ქეთი სესიაშვილის მთავარი სათქმელი ამ პერიოდის მანძილზე?

-ნახეთ ეს  სიუჟეტი, ყველაფერს ამ  ვიდეო-რეპორტაჟიდან გაიგებთ.

გადავიღე მე, ქეთი სესიაშვილმა , 2018 წლის 18 სექტემბერს, დღის 12: 00 საათზე. ამ დროს ხელმოწერები (300 ცალი) კიდევ შემოგვემატა.
დაუმონტაჟებელი, შავი მასალაა, კადრში ჩანან საპრეზიდენტო დამოუკიდებელი კანდიდატი ზაქარია როჭიკაშვილი და მისი საარჩევნო შტაბის უფროსი – კონსტანტინე ფორჩხიძე.
კადრს მიღმა ვარ მე – ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი
ვართ მუშა ჯგუფი ოფიციალურად 2 კვირის მართლა უძინარი…
ხელმოწერები პატიოსნად გვაქვს შეგროვილი და დამუშავებული.

მე მადლობას ვეუბნები ყველა ჩვენს მხარდამჭერსა და თანამდგომს, 2018 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონში დახმარებისთვის.

ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩვენ , ზაქარია როჭიკაშვილისა, ქეთი სესიაშვილისა და კონსტანტინე ფორჩხიძის პატარა ჯგუფი ვიწყებთ ბრძოლას საქართველოში კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით, 1991 წლის კონსტიტუციის საფუძველზე.

მამული , ენა, სარწმუნოება გვეძახის – მამულიშვილნო, შემოგვიერთდით, აწმყო თუ არ გვწყალობს, მომავალი ჩვენი უნდა იყოს. დიდება უფალს, გაუმარჯოს დამოუკიდებელი თავისუფალი საქართველოს ღირსეულ კანონიერ პრეზიდენტს!

დღეს კი – მგლების ხროვაა და ამ “საპრეზიდენტო” ორომტრიალში უკვე წინასწარაა ცნობილი, ტურის სოპრანო…

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...