Home » მთავარი » “თეატრი პარლამენტის განსხვავებით სიყალბეს და არაორგანულობას ვერ იტანს”

“თეატრი პარლამენტის განსხვავებით სიყალბეს და არაორგანულობას ვერ იტანს”

„თუკი მსახიობი სტალინის როლს თამაშობს, დაიჭერს ჩიბუხს, მაგრამ ამოდიოდეს ბოლი, ეს აუცილებელი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების იმ ნაწილთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვით, მსახიობის მიერ თამბაქოს მოწევა დასაშვები ხდება სპექტაკლის მიმდინარეობისას, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით.

იხ.

http://new.ipn.ge/ka/article/512597-guguli-magraze-tuki-msaxiobi-stalinis-rols-tamashobs-daichers-chibuxs-magram-amodiodes-boli-es-aucilebeli-ar-aris/

დეპუტატს სოციალური ქსელით თეატრალური სტუდია „მაჩაბელას“ ხელმძღვანელი მამუკა ლომაშვილმა უპასუხა:

-ქალბატონო გუგული,  ძალიან მინდა მოკრძალებულად გიპასუხოთ ძველი მეგობრობის ხათრით თქვენს მოსაზრებაზე-“მხატვრული ჩანაფიქრის “შესახებ… მე თქვენ არ დაგიწყებთ ტრანსპოზიციის ან უტყუარობის წესზე საუბარს, ან გამჭოლ ქმედებაზე და ზეზე ამოცანებზე,  რა მხატვრულ ჩანაფიქრზე საუბრობთ, როდესაც პირდაპირი მოცემულობაა დრამატურგიაში სიგარეტის მოწევა… რომელ ამ ქმედებასაც აუცილებლად გააჩნია მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, განვითარება…

თეატრი პარლამენტის განსხვავებით სიყალბეს და არაორგანულობას ვერ იტანს … შეიძლება თქვენთან ვინმეს ერქვას კანონმდებელი და აზრზე არ იყოს კანონის წერის .. თეატრში კი არის წესი -“თუ კი კედელზე დამბაჩაა ჩამოკიდებული, სპექტაკლის ბოლოს მაინც აუცილებლად უნდა გაისროლოს”,  ასე რომ სიგარეტი უკვამლოდ პარლამენტში მოწიეთ თუ შეიძლება…“

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...