Home » მთავარი » „სამშენებლო კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებულ საკითხი ისევ საკმაოდ აქტუალურია

„სამშენებლო კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებულ საკითხი ისევ საკმაოდ აქტუალურია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ მოსახლეობას თბილისის მერია ხელს ყველანაირად შეუწყობს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერის მოადგილე ილია ელოშვილი „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა.

„სამშენებლო კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებულ საკითხი ისევ საკმაოდ აქტუალურია. პირადად მე ძალიან ბევრი შეტყობინება მომდის, თუ რა იქნება, როგორ იქნება და რა მდგომარეობაა. გასულ კვირას, ჩემი მოადგილე ილია ელოშვილი „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა  და არსებული მდგომარეობა დეტალურად განიხილეს. კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ მერიის და პირადად ჩემი თანადგომა – ყველანაირად ხელი შეგიწყოთ, დაგეხმაროთ, რომ რაც გადახდილი გაქვთ, არ დაკარგოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება დაწყებულია, რომელიც ეფექტურად მიმდინარეობს.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ინიციატივით, საინიციატივო ჯგუფი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ...