Home » მთავარი » ადვოკატებმა ცხედრების ექსპერტიზის ახალი დასკვნა გაასაჯაროვეს

ადვოკატებმა ცხედრების ექსპერტიზის ახალი დასკვნა გაასაჯაროვეს

ხადის ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, კობაურის ადვოკატებმა მოკლული სმითების ცხედრებზე ჩატარებულ ახალი ექსპერტიზის დასკვნა პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვეს.მათი განცხადებით,  ახალი ექსპერტიზით, ბრალდების მხარის ვერსია მკვლელობის შესახებ, სუსტდება.

სამედიცინო ექსპერტიზით დგინდება, რომ ბავშვის სიკვდილის მიზეზი, მის მიმართ განხორციელებული 3 გასროლაა. ქალებ სმიტს თავის გარდა, იდაყვის, ყბის და ბარძაყის არე აქვს დაზიანებული.

ლორა სმიტის სიკვდილის მიზეზი კი, ასფიქსია – წყალში დახრჩობა გახდა.

ასევე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ლორა სმიტს უკანა ტანში რაიმე ძალადობის კვალი, ან დაზიანება არ აღენიშნება, თუმცა აღმოჩენილია კობაურის დეენემის კვალი. უფლებადამცველების თქმით, ეს ფაქტი გამორიცხავს გაუპატიურებას.

მანამდე, ადვოკატებმა რაიან სმითის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინეს.

ადვოკატის თქმით, მოკლული რაიან სმითის ცხედარზე ჩატარებული სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად იკვეთება, რომ რაიან სმითს მიყენებული აქვს 3 ჭრილობა, კერძოდ, წელის არეში, შუბლის მიდამოდან შემავალი ჭრილობა და გამავალი ჭრილობა კისრის არეში.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, სავარაუდოდ გასროლები განხორციელებულია ახლო მანძილიდან, დაახლოებით 1 – 1,5 მეტრის მანძილიდან.

“გასროლები განხორციელებულია ახლო მანძილიდან, დაახლოებით 1მეტრიდან. რაიან სმითს სიცოცხლეში მიყენებული აქვს რამდენიმე დაზიანება – პირმა თუ პირებმა სმიტს ჯერ დაზიანება მიაყენეს და შემდეგ მოკლეს. ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს, რომ მას დაზიანებები აქვს სიცოცხლეში მიყენებული. საზოგადოებამ იცის მალხაზ კობაურის ფიზიკური აღნაგობა და შეუძლებელია, მას ფიზიკური დაზიანება მიეყენებინა რაიან სმითისთვის. ექსპერტიზით დგინდება, რომ კობაური რასაც ამბობს, რომ რაიამ სმითთან მოხდა ფიზიკური დაპირისპირება უცხო პირების მიერ, ამის შემდეგ დაჩოქილ მდგომარეობაში ზურგის არეში ესროლეს და დაცემის შემდეგ მოხდა საკონტროლო გასროლა, მართალია. ამით დგინდება, რომ კობაურს ამ დანაშაულთან არანაირი შემხებლობა არ აქვს და სხვა ადამიანებმა ჩაიდინეს”, – აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატები პროკურატურის არაკვალიფიციურ მოქმედებაზე საუბრობენ და მოუწოდებენ მკაფიოდ გაეცეს პასუხი მნიშვნელოვან ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს.

უფლებადამცველების განცხადებით, დარჩენილია 1 კომპლექსური ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს ჰქონდა თუ არა მალხაზ კობაურს ფიზიკური შემხებლობა გარდაცვლილებთან, საუბარია დეენემის კვალზე.

ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 ოქტომბერს ჩაინიშნა.

Facebook Comments
x

Check Also

სვეტიცხოვლის მადლი გფარავდეთ!

დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა მცხეთობა – სვეტიცხოვლობა ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა ...