Home » მთავარი » ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის (BCT) 5 წლის გახდა (ვიდეო)

ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის (BCT) 5 წლის გახდა (ვიდეო)

ალგეთში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის (BCT) დაარსების ხუთი წლის იუბილე აღინიშნა. საზეიმო ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე,   წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის (BCT) მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ელგუჯა ბიბინიძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ და ვიცე-პოლკოვნიკმა ელგუჯა ბიბინიძემ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს, მათ ცენტრის იუბილე მიულოცეს და წარმატება უსურვეს. ცენტრმა ხუთი წლის იუბილე დრილსერჟანტების საჩვენებელი სწავლებით აღნიშნა. დრილსერჟანტებმა სტუმრებს სამწყობრო ილეთები შესთავაზეს.

საზეიმო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა.  მოგვიანებით, მოწვეული სტუმრები რეკრუტების თვითშემოქმედებას გაეცნენ და  საწვრთნელ ცენტრში არსებული შეიარაღებაც დაათვალიერეს.

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი 2013 წელს დაარსდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის  2015 წლის 3 სექტემბრის ბრძანებით საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი გახდა უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის, ხოლო  2015 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით ცენტრის საიუბილეო დღედ 19 სექტემბერი გამოცხადდა. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას ექვემდებარება. დაარსებიდან ცენტრში მომზადება 5262 რეკრუტმა გაიარა.

Facebook Comments
x

Check Also

აფრიკის მხოლოდ სამ ქვეყანაში არ დადასტურებულა “კოვიდ 19”

აფრიკის კონტინენტზე კოროვირუსით დაინფიცირების შემთხვევების რიცხვი 10 075-მდე ს გაიზარდა, დაიღუპა 487 ადამიანი. აფრიკის კონტინენტზე ...