Home » მთავარი » “მინდა, ინდური ფილოსოფიიდან ბედნიერების განმარტება მოგიტანოთ…”

“მინდა, ინდური ფილოსოფიიდან ბედნიერების განმარტება მოგიტანოთ…”

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციას და მის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში სდებს ბრალს. სესიაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია პროდასავლურ ორიენტაციაზე საუბრობს მაშინ, როდესაც მისი კანდიდატი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

-„ბატონი გრიგოლ ვაშაძე გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრი იმ დროს, როდესაც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის მხრიდან თავდასხმა და ეს იყო მისი უშუალო პასუხისმგებლობა და საგარეო საქმეთა მინისტრს აკისრია, სწორედ, ის პასუხისმგებლობა, რომ მაქსიმალურად იმუშაოს, რომ შეამციროს საგარეო საფრთხეები და გაატაროს ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც, მინიმუმ, პრევენტიულად მოახდენს ამ საფრთხეების თავიდან აცილებას. მეორეს მხრივ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გახლდათ ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი იმ დროს, როდესაც სწორედ მისი საქმიანობის, მისი აქტიური მოქმედებებით, მოხდა რუსული ჯარების საქართველოდან გაყვანა. ასე რომ, თუ ჩვენ ვმსჯელობთ და ამ მსჯელობაში მოგყვებით, მაშინ ძალიან კარგად ხედავთ, ერთ მხარეს და მეორე მხარეს, აქ ითქვა და არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ უნდა გავიმეორო, რომ დიახ, თქვენ ორმაგი სტანდარტით მოქმედებთ, როცა გვესაუბრებით პროდასავლურ ორიენტაციაზე და თქვენი კანდიდატი, წლების მანძილზე, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განყოფილებაში მუშაობდა, რომელიც, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირში იყო მაშინდელ კგბ-ს საქმიანობასთან და ახლა  დემოკრატიულ საქართველოში რომ არ ვცხოვრობდეთ და საბჭოთა კავშირი იყოს, შეიძლება, ბატონი გრიგოლ ვაშაძე არა პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს, არამედ ის, ჩვეულებრივად,  საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კგბ-ს შეფი იყოს.

აქ მე მინდა, გითხრათ, რომ როგორც თქვენ ვერ გაბედეთ და თქვენს დანაშაულებრივ წარსულზე ვერ აიღეთ პასუხისმგებლობა, ჩვენი საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ვერანაირად ვერ აიღებთ პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის ღირსეულ მომავალზე. მინდა, ინდური ფილოსოფიიდან ბედნიერების განმარტება მოგიტანოთ:

ინდური ფილოსოფიის მიხედვით, ბედნიერება ეს არის უბედურებისგან თავის დაღწევა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, თავი დავაღწიეთ იმ უბედურ, თქვენს დიქტატორულ მმართველობას და კარგად გვაქვს გააზრებული, რა არჩევანი და როგორ უნდა გავაკეთოთ. მე მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ იყოს ძალიან აქტიური და მაქსიმალურად გავიაზროთ, თუ რა საერთო პოლიტიკურ მიზნებთან გვაქვს საქმე“-აცხადებს სესიაშვილი.

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...