Home » მთავარი » “ჩვენ მთავრობას გადავაყენებთ!” – გიორგი შენგელაია აქციებს აანონსებს

“ჩვენ მთავრობას გადავაყენებთ!” – გიორგი შენგელაია აქციებს აანონსებს

რეჟისორი გიორგი შენგელაია მასშტაბურ აქციებს აანონსებს.

როგორც აწ უკვე ყოფილი კანდიდატი აცხადებს,  მან, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, მხარდაჭერისთვის “ქართულ ოცნებას” მიმართა, თუმცა პარტიისგან უარი მიიღო.

ის, ახლო მომავალში, სახალხო მოძრაობას დაფუძნებას აპირებს და საზოგადოებას, ხელისუფლების შესაცვლელად, გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

„მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას. ვხსნი იმიტომ რომ ამ ვითარებაში, სადაც იქნება ფულების ტრიალი ჩემი მონაწილეობა ამ არჩევნებში მე უკადრისად მეჩვენება.

ნუ ჰგონიათ ვინც არიან ხელისუფლებაში, რომ მე სადმე მივდივარ. მე უბრალოდ მათთან ერთად არ მინდა. იმ საარჩევნო უბანში მისვლა სადაც ეგენი მივლენ.

მე ხალხს მოვუწოდებ, ჩავატარებ მიტინგებს. შევთანხმდებით, გავაგებინებ რაშია საქმე, იმასაც წავუკითხავ რა თქვა თომას ჯეფერსონმა, ჩვენ მათ მთავრობას გადავაყენებთ“-ამბობს შენგელაია.

ცნობისთვის, გიორგი შენგელაიას ცესკომ უარი უთხრა დარეგისტრირებაზე იმიტომ, რომ მხარდამჭერტა სიეი არ წარუდგენია.

Facebook Comments
x

Check Also

“გაჯანსაღება უნდა დაიწყოს ეკლესიით! სიმართლე უნდა გაჟღერდეს!”

მეუფე პეტრე -გაჯანსაღება უნდა დაიწყოს ეკლესიით -სახელებს დავასახელებ სინოდის სხდომაზე. ახლა ვხედავთ პოლიტიკურ და სულიერ ...