You are here
ზესტაფონში მერის გადადგომას ითხოვენ – მჯდომარე აქცია არ დაიშლება მთავარი რეგიონი 

ზესტაფონში მერის გადადგომას ითხოვენ – მჯდომარე აქცია არ დაიშლება

ზესტაფონში, მერის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ელზა ნებიერიძე თავის დაწვით იმუქრება. topnews.com.ge – ს ინფორმაციით, მერის გადადგომის მოთხოვნით კახაბერ მახათაძის სამუშაო ოთახის კართან მოქალაქეები  მჯდომარე აქციას მართავენ. მათი განცხადებით, კახაბერ მახათაძე ზესტაფონში პირადი კეთილდღეობისთვის იბრძვის, ადგილობრივები კი ყურადღების გარეშე არიან დარჩენილი. მათივე თქმით, მერის გარემოცვა და მათთან დაკავშირებული ფირმები ახორციელებენ ზესტაფონში ქერქული ნარჩენების უკანონოდ მოპოვებას და ქალაქის გადათხრას.

„უსირცხვილოდ მოვიდა ზონდერებთან ერთად. მარტო არ შეუძლია თავის ხალხთან გამოჩენა. ჩვენი ერთადერთი მოთოვნა მერის გადადგომაა. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაგვათავისუფლა და სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა, რომლითაც ჩვენი უკან დაბრუნება ევალებოდა, ჩვენ არ ვითხოვთ სამსახურებს. გვინდა კახაბერ მახათაძე წავიდეს ზესტაფონიდან. ეს ადამიანი არ არის ღირსი ზესტაფონის მერი იყოს. მასზე სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული,“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

– 8 თვეში შეჭამეს 1 წლის ბიუჯეტი. ასეა ყველგან და ყველა უწყებაში სამინისტროებით დაწყებული. ასე, რომ არაფერი საოცარი არ ხდება. უბრალოდ ქოცნება კარგ მადაზეა და ასწრებენ. რაც შეეხება მერის არჩევას, რაც ხალხია ისაა მერიც. ასეა მთელ ქვეყანაში. სანამ გამოთაყვანების პერიოდი არ გაივლის არაფერი გვეშველება. ისე ვატყობ გაისად 6 თვეში შეჭამენ ბიუჯეტს და ახალ რეკორდს მოხსნიან, რადგან მერე დროც აღარ დარჩებათ და ამიტომ უნდა მოასწრონ. უბრალოდ სირცხვილი აღარაა ქვეყანაში. ნეპოტიზმი, კორუფცია, უწიგნურობა, უსუსურობა და უზნეობა სუფევს. ასე იქნება ვატყობ 2020 წლამდე. მერე ვიღაც უარესს ავირჩევთ და გრიგოლიჩის დანაპირებიც დაგვავიწყდება და პასუხს არავის მოვთხოვთ. სწორედ უპასუხისმგებლობაა დღეს ყველაფრის მიზეზი. არსებობს კანონიერი გზაც-თუ ამომრჩევლების 30%-ის ხელმოწერას შევაგროვებთ, შესაძლებელია მერი გადავაყენოთ და ახალი არჩევნები ჩატარდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ გზით არ წავალთ და რომც წავიდეთ შედეგი უარესი იქნება, რადგან ისევ ფოჩიან კანფეტებს დაპირდებიან და უარესს დაგვასვამენ თავზე. პასუხს არავის მოთხოვენ, რადგან ქუმსიშვილ-კვირიკაშვილ-ალავიძის მერე შანსიც არაა, რომ საქმე ვინმემ სერიოზულად განიხილოს. ასე, რომ შერჩებათ ხახვივით ვატყობ, მაგრამ მოსახლეობა აიტანს, რადგან პროტესტის სურვილიც კი აღარაა ერში, რაც არაერთხელ დადასტურდა ბოლო ხანებში“ – აცხადებს ლეონარგო ხვედელიძე.

ზესტაფონის რაიონის საკრებულოს წევრი, “პატრიოტთა ალიანსის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგა გაბრიჭიძე და ქვედა საქარის ადმინისტრაციული ერთეულის ყოფილი სპეციალისტი ელზა ნებიერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერზე, კახაბერ მახათაძეზე საუბრობენ და ფაქტებს ასაჯაროვებენ.

"სოციალური თემატიკა" – ნათია მაზანაშვილთან ერთად

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა: "მერი კახაბერ მახათაძეს არაფრის არ ეშინია და კანონსაც არ ემორჩილება" რა დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძეზე და რა ფაქტებს ასაჯაროებს ზესტაფონის რაიონის საკრებულოს წევრი, "პატრიოტთა ალიანსის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგა გაბრიჭიძე და ქვედა საქარის ადმინისტრაციული ერთეულის ყოფილი სპეციალისტი ელზა ნებიერიძე, ნათია მაზანაშვილის "სოციალურ თემატიკაში" სრული გადაცემა იხილეთ: http://www.obieqtivi.net/

Gepostet von მედია-კავშირი ობიექტივი am Montag, 17. September 2018

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მერის გადადგომამდე მჯდომარე აქცია არ დაიშლება.

Comments

comments

Related posts