რამდენიმე ხნის წინ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ძეგლზე საღებავის გადასხმამ, თუმცა აღშფოთებას სოციალურ ქსელს გარეთ არ გაუღწევია, არც დამნაშავე დასჯილა და შედეგმაც არ დააყოვნა-კოსტავას ძეგლს ისევ საღებავი გადაასხეს!
იმედია ახლა მაინც მოახდენენ რეაგირებას შესაბამისი სტრუქტურები და ახლო-მახლო მდებარე კამერებიდან ფირებს ამოიღებენ, რომ ნახონ ვინ სჩადის ამ ვანდალურ ქმედეას.
ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა გამეფდეს!