Home » მთავარი » “სიცრუეა და გრცხვენოდეთ! საკუთარი თავებიდან დაიწყეთ დასუფთავება!”

“სიცრუეა და გრცხვენოდეთ! საკუთარი თავებიდან დაიწყეთ დასუფთავება!”

უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ კახიშვილის წასვლის შემდეგ, ციხეში უკონტროლობა იგრძნობა.

-„ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ პროფესიონალ კადრებს თავიანთი მიმართულებით მუშაობას არავინ აცლის და სასჯელაღსრულების სისტემაში განვითარებული მოვლენები ამის ნათელი მაგალითია“-აცხადებს „ხალხის პარტიის“   თავმჯდომარე „ალიასთან“ საუბარში.

ვრცლად იხ.

http://alia.ge/news/18266

კობაიძის ამ განცხადებას სისტემაში მომუშავე მადონა ცინცაძე ეხმიანება:

-„ასეთი სიცრუის გამავრცელებელს, ყველას, პასუხი უნდა მოეთხოვოს!!!! ეს არ ეხება კახიშვილს ან წულუკიანს მხოლოდ! როგორ შეიძლება იქ მომუშავე ადამიანებს( დარწმუნებული ვარ ამას ვინც ფანტაზიორობს, სწორედ მასშია მსგავსი სურვილი. ეს ექსპერიმენტალურადაა დადასტურებული) ასეთი ტალახი ესროლო. გიფიქრიათ ოდესმე ადგილებზე მომუშავეებს რა სტრესამტანი და გონების დაძაბვით მუშაობის უნარები აქვთ? პასუხისმგებლობა?! ოჯახებისთვის მოკლებული ყურადღება? და საერთოდ რა იცით თქვენ, მოსეირენო?! გამოდის, რობოტები ვართ და გვიბრძანებენ ვაწამებთ, შეგვეშინდება და სიყვარულის უნარი გაგვიჩნდება?! გეყოთ! თქვენ რომ აქ, დამნაშავის მისამართით, ათას საშინელ, გაავებულ ფრაზებს წერთ და წამების მეთოდებს იძლევით, მაშინ ფიქრობთ? ნეტა როდის მერე გახსენდებათ პატიმრები?! როცა გაწყობთ ან დაგიკვეთენ ბრბოს აყოლებას თუ წამების მეთოდების ამოყვირების ვერსიები რომ გამოგელევათ?

სიცრუეა ეს, სიცრუე და გრცხვენოდეთ! საკუთარი თავებიდან დაიწყეთ დასუფთავება!!!! არ წაიღეს ტვინი, თურმე ერთ ადამიანზე ყოფილა დამოკიდებული მთელი ქვეყნის სიკეთეები! ბოღმა და ტყუილი კლავს ადამიანს, ფეხზე რომ დადიხართ, ეს არ იგულისხმება. ადამიანმა საკუთარი შინაგანი უნდა მოაწესრიგო და მუდამ უნდა იფიქრო ქცევითა და სიტყვით, დაუმსახურებლად არავის ავნო!!!

Facebook Comments
x

Check Also

“საშინელ სიზმარშიც არ დაგვესიზრმებოდა…”

დავით ნებიერიძე საზოგადოება “ივერია” -ვუსმინე შანდეროვიჩის ლექციას ტვ”დოჟდზე”, სადაც ის განიხილავს რუსეთში შექმნილ პოლიტიკურ მოცემულობას ...