Home » მთავარი » ვაშაძის მხარდამჭერები ფასანაურის, ჭართლის და ანანურის მოსახლეობას შეხვდნენ

ვაშაძის მხარდამჭერები ფასანაურის, ჭართლის და ანანურის მოსახლეობას შეხვდნენ

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია”  წევრები ნიკა მელია, ზურაბ ოტიაშვილი და ზურაბ მელიქიშვილი დაბა ფასანაურის, ჭართლის და ანანურის მოსახლეობას შეხვდნენ.

პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებმა მოსახლეობას 200 ათასი ხელმოწერის შეგროვების თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

-ვიწყებთ 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირების მიზნით, რომელიც აკრძალავს კანაფისა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერების წარმოებას საქართველოში.

ამასთანავე, ჩვენი პოზიციაა, რომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანებს არ უნდა აპატიმრებდნენ. მოხმარება დანაშაული არ არის, წარმოება და გასაღება კი დანაშაულია.❗ საზოგადოებისა და სასულიერო პირების აქტიურობის შედეგად დღეს “ქართულმა ოცნებამ” დროებით უკან დაიხია, თუმცა მათი განზრახვა ცხადია, ისინი ფიქრობენ საკუთარი გეგმა სისრულეში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოიყვანონ და კიდევ ერთხელ მოატყუონ საქართველოს მოქალაქეები.

მათ სურთ ვაზის კულტურის ქვეყანა მარიხუანის ქვეყნად აქციონ და გაანადგურონ ქართველი ერის მომავალი.

ჩვენ ივანიშვილს არ მივცემთ უფლებას განახორციელოს საკუთარი კრიმინალური ზრახვები. სამოქალაქო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” აუცილებლად გაიმარჯვებს არჩევნებში, შეცვლის ხელისუფლებას და ქვეყანაში აიკრძალება ნარკოტიკების წარმოება.

საზოგადოების წარმომადგენლებმა თავიანთ პრობლემებზე ისაუბრეს და ვაშაძის მხარდასაჭერად მზადყოფნა გამოთქვეს.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბუკლეტებიც დაარიგეს და ყველას 28 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდეს.

Facebook Comments
x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...