You are here
„ჯანდაცვის რუხი კარდინალი სერგეენკოს ფარის ქვეშ მოქმედებდა“ მთავარი საზოგადოება 

„ჯანდაცვის რუხი კარდინალი სერგეენკოს ფარის ქვეშ მოქმედებდა“

ჯერ კიდევ 2016 წელს უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი გია თვალავაძის წინააღმდეგ აქტიურად აწყობდა აქციებს და მის მფარველობაში ჯანდაცვის მინისტრსაც ადანაშაულებდა.

ვრცლად. იხ

http://www.gmtv.ge/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%98/

თვალავაძე რა თქმა უნდა ყველა ბრალდებას უარყოფდა და სიცრუეს უწოდებდა

დღეს კი, თვალავაძის დაკავების შემდეგ მუხიგულაშვილი რუსთავი 2-თან საუბარში ისევ აცხადებს, რომ „ჯანდაცვის რუხი კარდინალი სერგეენკოს ფარის ქვეშ მოქმედებდა“.

ის მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.

„გამოვიდეს სერგეენკო და გაგვცეს კითხვებზე პასუხი, მისი ლაქია რატომ არის დღეს დაკავებული და არ არის 4 წლის წინ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული? ნებისმიერი განცხადება, რაც იწერებოდა გარდაცვალების შემთხვევაში სამედიცინო სფეროში ეს იყო უწყებათაშორის გაცვლა-გამოცვლაში ინფორმაციებში, უშუალოდ სერგეენკო იყო საქმის კურსში, რომელიც ფარი იყო გია თვალავაძის. მე დღეს ის არგუმენტები უფრო გამიმყარდა რომ გია თვალავაძე ფულს აგროვებდა როგორც საავადმყოფოდან ასევე სააფთიაქო ქსელებიდან, იმპორტიორი კომპანიებიდან ფულს იღებდა და ალბათ ამ ფულს მოჰყვა ძალიან დიდი აჟიოტაჟი“-ამბობს მუხიგულაშვილი.

უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროში გია თვალავაძეს რუხი კარდინალის სახელით მოიხსენიებენ, რადგან უწყებაში ის ბევრ სფეროს განაგებდა. მუხიგულაშვილის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის გარდა, თავალავაძე მთავარი ფიგურანტია, როგორც საავადმყოფოებისთვის უკანონო ლიცენზიების მინიჭების საქმეში, ასევე ექიმებისთვის უკანონო სამუშაო ლიცენზიების მიყიდვის საქმეში.

„ოთხი წლის განმავლობაში ჩემი მხრიდან მათი მხილება მიმდინარეობდა. რა დროსაც გამოიკვეთა ძალიან ბევრი სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის ულიცენზიო საავადმყოფოები, კანონდარღვევით მიღებული ლიცენზიები, ექიმებზე მიყიდული სამოღვაწეო ლიცენზიები, ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან ურთიერთობა ასევე შავი გარიგებებით.

გია თვალავაძე დღეს იყო ჯანდაცვის სფეროში, დამკვიდრებული ჰქონდა სახელი,როგორც რუხი კარდინალი.ის განაგებდა ყველაფერს. დღეს სუს-მა გია თვალავაძე სამწუხაროდ დააკავა ერთი ბრალდებით, ეგ ადამიანი მინიმუმ, უნდა იყოს 15 ბრალდებით დაკავებული”-ამბობს გიორგი მუხიგულაშვილი.

ვრცლად იხ.

http://rustavi2.ge/ka/news/114363

Comments

comments

Related posts