Home » მთავარი » კობახიძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარეს პასუხობს

კობახიძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარეს პასუხობს

“ფარულ ჩანაწერები ვისი სტილია, კარგად გვახსოვს. მუდმივად ვრცელდება ორ-ორი ადამიანის ჩანაწერი, რომელთაგან არცერთს არ აქვს კავშირი პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და ეს იწვევს, პარტიის დისკრედიტაციას. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებშია, რომ შესწავლილი იყოს ეს საკითხი“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ყველაფერი საეჭვოდ ემთხვევა საარჩევნო პროცესებს.

„ეს საარჩევნო კამპანია წარიმართება ძალიან მძიმედ, იმ სტილში, რა სტილიც ჩვენ გვახსოვს, განსაკუთრებით, 2012 წლიდან. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, ესეც ვისი სტილია, კარგად გვახსოვს. მუდმივად ვრცელდება ორ-ორი ადამიანის ჩანაწერი, რომელთაგან არცერთს არ აქვს კავშირი პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და ეს იწვევს, რა თქმა უნდა პარტიის დისკრედიტაციას. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებშია, რომ შესწავლილი იყოს ეს საკითხი, და ყველაფერს მოეფინოს ნათელი. ვისი სტილიც არის, ეს ვიცით და საეჭვოდ ემთხვევა ეს ყველაფერი საარჩევნო პროცესებს. კიდევ ერთხელ, ორ-ორი კაცი, გაუგებარია, რატომ, როგორ, ახსენებს „ქართულ ოცნებას“, ახდენს დისკრედიტაციას, აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებშია, რომ იმ ძალებს, რომლებიც მიჩვეულნი არიან ასეთ რაღაცეებს, გაეცეს პასუხი გამოძიების მხრიდან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.

Facebook Comments
x

Check Also

“რაც არასდროს არ მითქვამს…”

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის მიუხედავად, საქართველოს ...