Home » მთავარი » სიახლე! სკოლამდელი განათლების დამხმარე სასწავლო პროგრამა „ნეიროპლასტიურობა და განათლება“

სიახლე! სკოლამდელი განათლების დამხმარე სასწავლო პროგრამა „ნეიროპლასტიურობა და განათლება“

ახალი სასწავლო წლის დაწყების პარალელურად, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ N74 ბაგა-ბაღში სკოლამდელი განათლების დამხმარე სასწავლო პროგრამა „ნეიროპლასტიურობა და განათლება“-ის დანერგვას აპირებს.

ნეიროპლასტიურობა და განათლება ნეირომეცნიერების უახლეს მიღწევებსა და კვლევებზე დაფუძნებული სასწავლო მეთოდოლოგიაა, რომელიც მოიცავს 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან ყოველდღიური მუშაობის პროცესში იმგვარი აქტივობების, ვარჯიშებისა და თამაშების განხორციელებას, რაც ხელს უწყობს ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობების, მეხსიერებისა და სხვა გონებრივი უნარების გააქტიურებასა და განვითარებას.

მერიის განცხადებით, 2-6 წელი სწორედ ის ასაკია, როდესაც ყველაზე დიდი სიხშირით აღმოცენდება ადამიანის გონებაში ნეირონული კავშირები. ამ პროცესის გააქტიურება სპეციალური აქტივობებით, ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის.

პროექტის პირველი ეტაპი N74 ბაგა-ბაღში პერსონალის გადამზადებით დაიწყო. ტრენინგები ტარდება თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით, რომლის დასრულების შემდეგ, გადამზადებული აღმზრდელები კურსის პრაქტიკაში განხორციელებას შეუდგებიან.

Facebook Comments
x

Check Also

“სანამ ზვიადს მისწვდებოდე, ედიკას საფლავს მიაკითხე…”

კახა მიქაია ლევან ნასაძის განცხადებას ეხმიანება და საჯაროდ მიმართავს: ლევან ვასაძე: ,,დასაჭურისებული კაცების ცოლებმა შექმნეს ...