Home » მე, მოქალაქე » ფორმალინი თევზის ყინულში დიდხანს შესანახად ?!. (ვიდეო)

ფორმალინი თევზის ყინულში დიდხანს შესანახად ?!. (ვიდეო)

რუბრიკა

მე, მოქალაქე…

,,კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი“-ს ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, რომ ბათუმში თევზის ბაზარზე მოვაჭრენი თევზ პროდუქტის უკეთ შესანახად გამოიყენებენ ყინულში ,,ფორმალინს’’.

ღოღობერიძემ ამსახველი ფაქტები მოგვაწოდა და ისიც გვითხრა. რომ მონიტორინგისას ამოღებული ყინულოვანი სითხის შემოწმება ვერ შეძლო, რადგან არც ერთ ლაბორატორიას მსგავსი კვლევის ჩატარება არ შეუძლია.

-არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველო ,,კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი’’-ს ხელმძღვანელობას, მოგვაწოდა ინფორმაცია ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომ ქ. ბათუმში თევზის ბაზარზე მოვაჭრენი თევზ პროდუქტის უკეთ შესანახად გამოიყენებენ ყინულში ,,ფორმალინს’’, რომელიც კონცეროგენული ნივთიერებაა.

აღნიშნული სითხე გამოიყენება (გარდაცვალებულ გვამებზე უკეთ შესანახად)

განხორციელებული მონიტორინგისას ამოღებული ყინულოვანი სითხე გადამოწმების მიზნით მივიტანეთ აჭარის სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში,  რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი ბაზა. ასევე მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, სადაც ანალოგიური გვიპასუხეს“.

სააგენტოსგან:

უდანაშაულობის პრეზუმცია არ უნდა დავარღვიოთ, რადგან ამ ეტაპზე სითხე გამოკვლეული არ არის, შესაბამისად ვერც იმას დავადასტურებთ, რომ ის „ფორმალინია“, მაგრამ მოვუწოდებთ საზოგადოებას არ მოადუნონ ყურადღება და კარგად დააკვირდნენ პროდუქტს შეძენისას.

 

Facebook Comments
x

Check Also

ტალიაშვილის ინიციატივით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ზღვისუბანში შეჭირვებული ოჯახების მხარდასაჭერი აქცია გრძელდება

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილისა და კერძო სექტორის ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ზღვისუბანში ...