Home » მთავარი » შვილმოკლული მამები პოლიტიკურ პარტიებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ

შვილმოკლული მამები პოლიტიკურ პარტიებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ

რუსთაველზე ამ საღამოსაც პოლიციის გაზრდილი რაოდენობა შეინიშნება. უფრო ადრე პოლიციამ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვების გაშლის საშუალება დღეს უკვე მეორედ არ მისცა, რასაც ინციდენტი და პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

კარვის კონსტრუქცია პოლიციის წარმომადგენლებმა დაშალეს და გაიტანეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან.

შვილმოკლული მამები აცხადებენ, რომ პოლიცია და მერია რამდენიმე დღის ჩააყენეს საქმის კურსში, რომ კარვებს გაშლიდნენ, საიდანაც მათი თქმით, თანხმობა მიიღეს.

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად მოქალაქეები პარლამენტთან იმყოფებიან.

შვილმოკლული მამები პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ განცხადება „ქრონიკა“ პლუსის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

ელისო კილაძის თქმით, ის შვილმოკლული მშობლების სათქმელს ამბობს და ამბობს, რომ დღეიდან პოლიტიკური აქციები იწყება.

ელისო კილაძე ყველა პოლიტიკურ პარტიას, საპარლამენტოს და არასაპარლამენტოსდღეს 21:00 საათზე პარლამენტის წინ, შვილმოკლული მშობლების მხარდასაჭერად მისვლისკენ მოუწოდებს.

ელისო კილაძის განცხადებითვე, მას აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალიდან სუს-ი გეგმავს ჩანაწერების გავრცელებას, სადაც სარალიძე პოლიტიკოსებთან საუბრობს.

კილაძე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პარლამენტის წინ ენმ-ის აქცია მიმდინარეობს.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები კიბეებზე სხდებიან, მათთან არიან შვილმოკლული მამები.

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...