Home » მთავარი » „ფორმალობას ჩვენ დავიცავთ და მივალთ საქართველოს პარლამენტში”

„ფორმალობას ჩვენ დავიცავთ და მივალთ საქართველოს პარლამენტში”

ტელეკომპანია “იბერია”-ს თანამშრომლები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძე შეხვდებიან, თუმცა, როგორც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვახო ხუზმიაშვილი ამბობს, მათ არ აქვთ “ქართული ოცნებისგან” დახმარების იმედი და ფიქრობს, რომ ეს შეხვედრა იქნება ფორმალური.

ფორმალობას ჩვენ დავიცავთ და მივალთ საქართველოს პარლამენტში ტელეკომპანია „იბერიაში“ მომუშავე ჟურნალისტები. კიდევ ერთხელ ადგილზე გავაცნობთ იმ ვითარებას, რა ვითარებაშიც არის ჩავარდნილი ჩვენი ტელეკომპანია, თუმცა არ გვაქვს დიდი იმედი, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე შეძლებს ამ პრობლემის გადაწყვეტას,“-განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.

მმართველი გუნდის დეპუტატი, ჟურნალისტებისგან მოისმენს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ვითარებაში უწევს ამჟამად ტელევიზიას მუშაობა და როგორ აფერხებს განვითარებული პროცესები “იბერია”-ს ფუნქციონირებას.

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments