Home » მთავარი » “ეს ბინძური პროვოკაცია” არ გაუვათ!” – თალაკვაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

“ეს ბინძური პროვოკაცია” არ გაუვათ!” – თალაკვაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ლონდონის სასამართლოში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ეხმიანება და ბინძურ პროვოკაციას უწოდებს. აქვე დასძენს, რომ “ეს ბინძური პროვოკაცია” არ გაუვათ.

“ამ საქმის დიდი ნაწილი არის ბინძური კამპანია. ეს არის კარგად მოფიქრებული პროვოკაცია ჩვენი სახელისუფლებო გუნდის წინააღმდეგ. როდესაც სიმართლე არსებობს ეს სიმართლე თბილისშიც, ლონდონშიც და ვაშინგტონშიც იქნება ერთნაირი.

ჩვენ ამ საქმეში აბსოლუტურად პირნათელი ვართ არავითარი კანონდარღვევა, არავითარი გეგმა მედიის ან ბიზნესის წინააღმდეგ ჩვენი მხრიდან არ არსებობს და ამის დამტკიცება ყველგან იქნება შესაძლებელი.

მოვუწოდებ ყველა ოპონენტს, რომელმაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენეს ეს საკითხი,  კარგად დაფიქრდნენ და ის რითაც თავად გაითქვეს სახელი, ნუ ჰგონიათ, რომ გახდება ჩვენი ხელისუფლების დროს საკითხი და პრობლემა“-ამბობს თალაკვაძე.

საქმე ეხება “ომეგა ჯგუფის” სარჩელზე, რომლითაც კომპანიამ ლონდონის სასამართლოს მიმართა. როგორც კომპანიის ბრიტანელმა ადვოკატმა განაცხადა, ლონდონის სასამართლოს წინაშე თავის მართლება, ივანიშვილთან ერთად, გიორგი გახარიას, დიმიტრი ქუმსიშვილს, ნოდარ ხადურს, ლევან ყიფიანსა და ანზორ ჩუბინიძეს მოუწევთ.

საუბარია აუდიოჩანაწერებზე, საიდანაც ირკვევა, რომ “ომეგა ჯგუფს” წილების გადანაწილებასა და თანხების ე.წ. ფონდში ჩარიცხვას სთხოვდნენ. ჩანაწერში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.

გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიება დაწყებულია, ჯერჯერობით მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის. 

აქვე შეგახსენებთ, ​აუდიოჩანაწერის მიხედვით, თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი, “ქართულ ოცნებაში” მიდიოდა.

Facebook Comments
x

Check Also

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლეც არჩეულია

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. ის მე-9 მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ...