Home » მთავარი » კალაძე – ალიბი ვერ იქნება ტელევიზია!..

კალაძე – ალიბი ვერ იქნება ტელევიზია!..

ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს ბიზნეს წილების დათმობას აიძულებენ, თბილისის მერი ეხმიანება. კალაძე ამბობს, რომ მაღალჩინოსნების მონაწილეობა ფარულ ჩანაწერებში არ იკვეთება და  მედიას საუბარი სხვა მიმართულებით მიჰყავს.

„ვინ ფიგურირებს მითხარით, ერთი პოლიტიკოსი ვინ ფიგურირებს ან თუნდაც ხელისუფლების წარმომადგენელი. ლევან ყიფიანს რა თანამდებობა აქვს, რას წარმოადგენს მითხარით,  სად არის დიმიტრი ქუმსიშვილი.  რა მნიშვნელობა აქვს? მე და შენ რომ ვისაუბროთ და ვინმეს სახელი, რომ ვახსენოთ ის ადამიანი დამნაშავეა? რა ლოგიკაა? ერთი წუთით რა, არასწორი მიმართულებით მიგყავთ თემა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯგუფს აქვს გადასახდელი 51 მილიონი და ალიბი ვერ იქნება ტელევიზია. არასწორია ეს მიდგომა. კანონი არის ყველასთვის ერთი და თუ რაიმე, ის ვინც არის მონაწილე ამ ჩანაწერების, მათ მიმართ არსებობს კითხვები, მე როგორც ვიცი გამოძიება დაწყებულია და როგორც ერთ მხარეს, მეორე მხარესაც უნდა მოეთხოვოს პასუხი,“-განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის ...