Home » მთავარი » „ისე ნუ იზამს “ოცნების“ ხელისუფლება, რომ სახურავებზე ნახონ ჟურნალისტები ბენზინით ბოთლებში”

„ისე ნუ იზამს “ოცნების“ ხელისუფლება, რომ სახურავებზე ნახონ ჟურნალისტები ბენზინით ბოთლებში”

„იბერიის“ ჟურნალისტები პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ.  ტელეკომპანიის თანამშრომლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრს, სოფო კილაძეს დეტალურ ინფორმაცია მიაწოდეს  „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფში“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა სოფო კილაძემაც. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლება „ქართული ოცნებისთვის“ არის მნიშვნელოვანი.

„შევეცდებით რომ კიდევ ერთხელ გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ მედიას ჰქონდეს თავისუფალი მაუწყებლობის საშუალება და აქაც გვერდით დავუდგებით ჩვენ მედიის წარმომადგენლებს,“-განაცხადა სოფო კილაძემ.

არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა კი განაცხადა, რომ ჟურნალისტები არ აპირებენ დატოვონ ტელევიზია და ამასთან მზად არიან მიმართონ რადიკალურ ზომებს იმისთვის, რომ შეინარჩუნონ მაუწყებლობა.

„ტელევიზიას არ დავტოვებთ, ჟურნალისტები არ დავტოვებთ შენობას და ისე ნუ იზამს ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომ სახურავებზე ნახონ ჟურნალისტები ბენზინით ბოთლებში და ა.შ.  ტელევიზიის დატოვებას იქ არავინ არ აპირებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა უნდა მოიწვიოს ფინანსთა მინისტრი, რომელიც  ტყუილის ტირაჟირებას ახდენს ეთერებიდან. არავის არაფერი არ გადაუვადებია არც 5-ჯერ, არც 10-ჯერ და მითუმეტეს არც 11-ჯერ. ეს ყველაფერი არის ტყუილი. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს „ომეგა ჯგუფისთვის“ ვაის რესტრუქტურიზაცია. ომეგა ჯგუფი ამბობს, რომ ის გადაიხდის დავალიანებას. ჩვენ ტელეკომპანია „იბერიამ“ უნდა მოვახერხოთ პირველ რიგში მაუწყებლობა,“-განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლეც არჩეულია

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. ის მე-9 მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ...