Home » მთავარი » “გამოცხადებული კორუფციის და ქალაქის მკვლელობის ქრონიკა! უმძიმესი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ!”

“გამოცხადებული კორუფციის და ქალაქის მკვლელობის ქრონიკა! უმძიმესი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ!”

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის ზღვის სანაპიროზე, ანბანის კოშკისა და საოცრებათა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიცბათუმის რივიერისსახელითაა ცნობილი, ახალი განაშენიანება იგეგმება.

ვრცლად

https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/29510575.html

ბათუმში ახალ განაშენიანებას რეიგანის ფონდის მეგობარი ზაზა სიამაშვილი ეხმიანება და პროტესტს გამოთქვამს.

-არა არა არა არა არა არა არა!!!!

გამოცხადებული კორუფციის და საკუთარი ქალაქის მკვლელობის ქრონიკა: ჯერ კიდევ უმძიმესი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ! დავსწრებივარ უამრავ სხდომას, კრებას, თავყრილობას… მახსოვს აკაკი ძიძიგურის და რეზო თაბუკაშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის და როინ მეტრეველის თავკაცობით, თამადობით და ხელმძღვანელობით სხვადასხვა მიზეზით შეკრებილი ადამიანების სხდომაც და წვეულებაც! ის, რაც დღეს ბათუმის საკრებულოზე ვნახე და მოვისმინე, ა რ ა ფ ე რ შ ი არ ჯდება, არ ეტევა! სახელიც არ აქვს! შევეცდები ხვალ-ზეგ უფრო წვრილად გადმოგცეთ! ფაქტი და მომავალი არის აპოკალიფსური, -მალე, ძალიან მალე ბათუმს ვეღარ იცნობთ! მარტო ბათუმს?! მწვანე კონცხიდან ვიდრე სარფამდე ცათამბჯენები შთანთქავენ ამ ქალაქს! დღეს ეს გააფორმა ბათუმის საკრებულომ! დაწვრილებით მომდევნო პოსტებში!

არა არა არა არა არა არა არა!!!!

ვაჟას სიტყვები მოვიშველიოთ

„ვერაფერს ვიტყვი. ენა სდუმს, თავზე დაგვჩხავის ყორანი;
გაღმა გასვლისა მსურველთა უკუღმა მიგვყავს ბორანი; გაგვიბატონდა, მგოსანო, სირეგვნე შეუწონარი“

აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში რამდენიმე მრავალსართულიანი სახლის დაგეგმილი მშენებლობის შესახებ გახდა ცნობილი. „ელიტ კონსთრაქშენ გრუპი“ მწვანე კონცხზე, სარეკრეაციო ზონაში, ოცდაშვიდსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს, ბათუმის იახტკლუბთან კი „სილქ როუდ ჯგუფი“ ექვსი შენობის აგებას გეგმავს, მათგან ყველაზე მაღალი შესაძლოა 40-სართულიანი იყოს.

იხ,

http://batumelebi.netgazeti.ge/news/160343/

Facebook Comments
x

Check Also

9 წლიანი რეჟიმის გახსენება ჩემთვის საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

„კონსტიტუცია არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც უნდა მოქმედებდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში,  შესაბამისად, ჩვენ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ...