Home » მთავარი » 62-ე ბაღის „ვარსკვლავები“ საოცრებათა სამყაროში (ვიდეო)

62-ე ბაღის „ვარსკვლავები“ საოცრებათა სამყაროში (ვიდეო)

თბილისის 62-ე საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ირინა თურქიამ აღსაზრდელები – ჯგუფი „ვარსკვლავები“ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში წაიყვანა და მართლაც რომ საოცრებათა სამყაროში მოახვედრა.

პატარაბი გაფაციცებით უსმენდნენ გიდს, ლელა ნიკურაძეს, რომელიც ისე საინტერესოდ უყვებოდა ბავშვებს თითოეული ექსპონატის ისტორიას, რომ დაინტერესება მატულობდა.

დარბაზების დათვალიერების შემდეგ ბავშვები ეზოში გაიყვანეს. როგორც მუზეუმის თანამშრომელმა, ლელა ნიკურაძემ აღნიშნა, ასეთი ღონისძიებები ბავშვებისთვის მართლაც რომ მნიშვნელოვანია. აღმზრდელის, ირინა თურქიას თქმით კი, 62-ე ბაგა-ბაღის (დირექტორი ანა სადაღაშვილი) ბავშვებს ხშირად აქვთ  გასვლები სხვადასხვა ადგილებში და მომავალშიც გეგმავს „ვარსკვლავები“ უკვე სხვა საინტერესო სამყაროს აზიაროს.

ირინა თურქიამ აღსაზრდელებს ისტორიის ფურცლები გაუცოცხლა. ეს დღე დიდხანს ემახსობრებათ ემოციებით დახუნძლულ ბავშვებს.

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...