Home » მთავარი » “ვაფასებ ჩემზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად…”

“ვაფასებ ჩემზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად…”

,,ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე აცხადებს, რომ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ შეხვედრისას, ადგილი ჰქონდა მასზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას. ჭალიძე ამბობს, რომ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იარაღის აშკარა დემონსტრურებას ახდენდა მის დასაშინებლად.

თეონა ჭალიძემ განცხადებით შსს-ს მიმართა და როგორც ამბობს, უწყებიდან მიღებული პასუხი ცხადყოფს, რომ განცხადებაზე რეაგირება არ იქნება.

მოქალაქე ვიდეოსაც აქვეყნებს.

პისტოლეტი და ავტომატი 🚔🚓⚠️აი ასეთ ვითარებაში გამესაუბრა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მას შემდეგ რაც ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა ოლქის თავმჯდომარემ ჰასმიკ მარანგოზიანმა მე და არტურ მკოიანს. ამ ცეცხლსასროლმა იარაღმა ჩემზე იქონია ნეგატიური გავლენა და ვაფასებ უარყოფითად და ჩემზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად. (თუმცა არ გამოვრიცხავ რომ ძალის დემონსტრირებას ყველასთან ასე ახდენდნენ) ამ ფაქტის შესახებ გენერალურ ინსპექციას ვაცნობე და მოვითხოვე რეაგირება, თუმცა შსს-მ გაავრცელა განცხადება სადაც წერია რომ ვითომ მე მოვითხოვე პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეხვედრა, რაც არის ტყუილი და ამას დაადასტურებს არტურ მკოიანიც და იმედია ის პოლიციელებიც ვინც მე ამიყვანა მის კაბინეტში. ასევე შსს აცხადებს რომ არ აპირებს ამ საკითხზე მოკვლევის ჩატარებას და მტკიცებით ფორმაში აცხადებს ამ ყოველივეს და იმასაც რომ იარაღი არ იყო საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი! თუ მოკვლევა არ უწარმოებია და არც აპირებს, როგორ აცხადებენ ამ ყველაფერს??? რაზე დაყრდნობით??? დასკვნა თქვენ გააკეთეთ. შსს-ს განცხადება იხილეთ ქვემოთ. ⬇️,,შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ დაიწყება.„შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქე თ.ჭ.-სგან შემოვიდა შეტყობინება, რომ ის პოლიციის შენობაში სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს თავისი სურვილით სამუშაო ოთახში შეხვდა, სადაც იარაღი შენიშნა, რაც ირიბ მუქარად მიიჩნია."პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის სამუშაო ოთახში სამსახურეობრივი საშტატო იარაღის არასაბრძოლო მდგომარეობაში არსებობა არ სცდება უფლებამოსილების და ეთიკის ნორმებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეტყობინებაზე დანაშაულის, ან სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო მოკვლევას არ დაიწყებს,“ – აცხადებენ შსს-ში.“Artur Mkoyanშინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia#ძალაერთობაშია

Gepostet von Teona Chalidze am Samstag, 29. September 2018

თეონა ჭალიძე:

აი ასეთ ვითარებაში გამესაუბრა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მას შემდეგ რაც ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა ოლქის თავმჯდომარემ ჰასმიკ მარანგოზიანმა მე და არტურ მკოიანს. ამ ცეცხლსასროლმა იარაღმა ჩემზე იქონია ნეგატიური გავლენა და ვაფასებ უარყოფითად და ჩემზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად. (თუმცა არ გამოვრიცხავ რომ ძალის დემონსტრირებას ყველასთან ასე ახდენდნენ) ამ ფაქტის შესახებ გენერალურ ინსპექციას ვაცნობე და მოვითხოვე რეაგირება, თუმცა შსს-მ გაავრცელა განცხადება სადაც წერია რომ ვითომ მე მოვითხოვე პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეხვედრა, რაც არის ტყუილი და ამას დაადასტურებს არტურ მკოიანიც და იმედია ის პოლიციელებიც ვინც მე ამიყვანა მის კაბინეტში. ასევე შსს აცხადებს რომ არ აპირებს ამ საკითხზე მოკვლევის ჩატარებას და მტკიცებით ფორმაში აცხადებს ამ ყოველივეს და იმასაც რომ იარაღი არ იყო საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი! თუ მოკვლევა არ უწარმოებია და არც აპირებს, როგორ აცხადებენ ამ ყველაფერს??? რაზე დაყრდნობით??? დასკვნა თქვენ გააკეთეთ.

შსს-ს განცხადება იხილეთ ქვემოთ.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ დაიწყება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქე თ.ჭ.-სგან შემოვიდა შეტყობინება, რომ ის პოლიციის შენობაში სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს თავისი სურვილით სამუშაო ოთახში შეხვდა, სადაც იარაღი შენიშნა, რაც ირიბ მუქარად მიიჩნია.

“პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის სამუშაო ოთახში სამსახურეობრივი საშტატო იარაღის არასაბრძოლო მდგომარეობაში არსებობა არ სცდება უფლებამოსილების და ეთიკის ნორმებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეტყობინებაზე დანაშაულის, ან სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო მოკვლევას არ დაიწყებს,“ – აცხადებენ შსს-ში.“

Facebook Comments
x

Check Also

პატრიარქი – არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის”, – ამის შესახებ ...