Home » მთავარი » მერიის მხარდაჭერით ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი გაიხსნა

მერიის მხარდაჭერით ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი გაიხსნა

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 29 სექტემბერს, 19:00 საათზე, ილიას ბაღში, ქართულ-შვეიცარული, თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალი – Close Encounters გაიხსნა.

ფესტივალის პირველ საღამოზე მსმენელის წინაშე წარსდგნენ: Zagareli & Strings, KORDZ, ნატალია ბერიძე, ნიკა მაჩაიძე და ფრედერიკ რობინსონი (გერმანია/შვეიცარია). გახსნაზე შესრულდება ნატალია ბერიძის ნაწარმოები Blue Intervals of Perishing – ალტისთვის, პიანოსთვის და სიმებისთვის, ნიკა მაჩაიძის ნაწარმოები STRATA 1- ელექტრონიკისთვის და ალტისთვის, ასევე, ფრედერიკ რობინსონის და ალექსანდრე კორძაიას ნაწარმოებები.

სულ შვიდი კონცერტი (ხუთი თბილისსა და ორი რეგიონში ), ორი შეხვედრა – საუბარი და სამი ვორქშოფი ჩატარდება.

ფესტივალის მონაწილეებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პეტერ კონრადინ ცუმთორი (შვეიცარია) და კლაუს ლანგი (ავსტრია). პეტერ ცუმთორი ორ შეხვედრას გამართავს და არქიტექტურისა და მუსიკის კავშირებზე ისაუბრებს.

2005 წლიდან მოყოლებული, წელს აქტუალური მუსიკის ფესტივალი მე-6-ჯერ იმართება. თითოეული ფესტივალი ორ ეტაპად ტარდებოდა, ორ ქვეყანაში: საქართველოსა და შვეიცარიაში; აერთიანებდა და ერთმანეთთან აკავშირებდა, როგორც დამწყებ, ასევე, აღიარებულ შვეიცარიელ და ქართველ მუსიკოსებს. დაარსების დღიდან ფესტივალის ფოკუსი თანამედროვე და ძველი მუსიკაა. ასევე, სტილისტური მიკერძოების გარეშე, ძველის და ახლის, ტრადიციისა და ავანგარდის, ხშირად საწინააღმდეგო ესთეტიკური პოზიციების ერთიანობის ჩვენება.

ფესტივალი 4 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალია.

ღონისძიებების ლოკაციებია: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე და დიდი დარბაზები, კლუბი „მტკვარზე“, ილიას ბაღი (ყოფილი ვარდების ბაღი), ჭადრაკის სასახლე, კავთისხევი და თელავის მუსიკალური სასწავლებელი.

Facebook Comments
x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...