Home » მთავარი » არ დაგავიწყდეთ! 1 ოქტომბრიდან – ცვლილებები და რეგულაციები

არ დაგავიწყდეთ! 1 ოქტომბრიდან – ცვლილებები და რეგულაციები

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში საკანონმდებლო რამდენიმე ცვლილება და რეგულაცია ამოქმედდება.

არ დაგავიწყდეთ!

1 ოქტომბრიდან

-იკრძალება ტაქსის სერვისით მომსახურება ლიცენზიის გარეშე;

-იწყება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ფაზა, რაც ნიშნავს იმას, რომ 1 ოქტომბრიდან ინსპექტირება სავალდებულოა ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3,000 კუბური სმ ან მეტია.

-იკრძალება და დასჯადი ხდება პოლიეთილენის პარკების წარმოება და რეალიზაცია. თავდაპირველად აკრძალვა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება. რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარით. განმეორებით ჩადენილი ქმედების შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი დაჯარიმდება 1 000 ლარით.

-1 ოქტომბერს იწურება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში კომპანიათა საქმიანობის პროფილის მითითების ვადა.

-ამოქმედდება ევროპულ ნორმებთან დაახლოების მიზნით დიზელის საწვავის სტანდარტი.

-2018 წლის 1 ოქტომბრამდე კომპანიების ნაწილს სავალდებულო აუდიტის განხორციელება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ კომპანიებზე, რომელთაც აუდიტი არ ექნებათ ჩატარებული, ოქტომბრიდან გარკვეული სანქციები ამოქმედდება. პირველ ეტაპზე გაფრთხილება, ხოლო შემდეგ – ჯარიმა.

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...