Home » მთავარი » „საპატრიარქოს ადმინისტრაცია დეფაქტო საეგზარქოსო უფროა რუსეთისა, ვიდრე ავტოკეფალური სუბიექტი, საუბედუროდ!“

„საპატრიარქოს ადმინისტრაცია დეფაქტო საეგზარქოსო უფროა რუსეთისა, ვიდრე ავტოკეფალური სუბიექტი, საუბედუროდ!“

საქართველოს საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქისა და რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიმართ სასულიერო პირების მიერ მედიასთან გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, სასულიერო პირებს აკრიტიკებს. საპატრიარქომ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.

იხ.

http://www.gmtv.ge/47818-2/

საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

-„ სამწუხაროდ, საპატრიარქოს აღნიშნული განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ფარისევლობა, შერჩევითი მიდგომა საკითხისადმი და კვლავინდებურად ორმაგი სტანდარტებით პოზიციონირება. ამგვარი შეფასების საფუძველს მაძლევს ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის მიხედვითაც ჩვენ წლების მანძილზე არაერთგზის ვიხილეთ, როგორც მღვდელმთავართა (მიტროპოლიტი იოსები, მთავარეპისკოპოსი სპორიდონი) მხრიდან გაჟღერებული ლანძღვა-გმობა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიმართ, ისე ე.წ. “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრ სამღვდელო პირთა მხრიდან არაერთგზის ნათქვამი მუქარის, შეურაცხყოფისა და ცილისწამების ნიაღვარი, რაზედაც საპატრიარქოს ადმინისტრაციას რატომღაც არცერთხელ მარგინალთა და დესტრუქციულად განწყობილ თავნებათა გაფრთხილება, შეგონება და მათი არაკორექტული და თავხედური ქმედებების პრევენციისათვის სადამსჯელო ღონისძიება არ გაუტარებია.

სწორედ ეს ყოველივე მაეჭვებს საპატრიარქოს გულწრფელობაში და რეალურად მაფიქრებინებს, რომ მათთვის რუსეთის პატრიარქ კირილისადმი წარმოთქმული კრიტიკა უფრო შემაშფოთებელი და მიუღებელია, ვიდრე სხვისი.

აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ საქართველოს ეკლესიის საპატრიარქოს ადმინისტრაცია დეფაქტო საეგზარქოსო უფროა რუსეთისა, ვიდრე ავტოკეფალური სუბიექტი, საუბედუროდ“-განაცხადა ტიგინაშვილმა ჩვენთან საუბრისას.

Facebook Comments
x

Check Also

ნათია თურნავა – არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად

არ იქნებოდა რეალისტური, გვეფიქრა, რომ პირველი თებერვლიდან ქვეყანაში ეკონომიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება აღდგება სრულფასოვნად, ისევე ...