Home » მე, მოქალაქე » “მასონების შეხვედრის ადგილია აჭარა, ადგილმდებარეობა მკაცრად გასაიდუმლოებული”

“მასონების შეხვედრის ადგილია აჭარა, ადგილმდებარეობა მკაცრად გასაიდუმლოებული”

რუბრიკა

მე, მოქალაქე!

მერაბ ღოღობერიძე

საქართველოს დიადი ლოჟის კიდევ ორი ახალი აღიარება და წარმატება -საქართველოს დიადი ლოჟა მიიღეს ევროპის მასონურ ლოჟების კონფედერაციაში (40ზე მეტი დიადი ლოჟაა წევრი) !!!

საქართველოს დიადი ლოჟა გახდა საერთაშორისო მასონური გაერთიანებული დიადი ლოჟების კონფედერაციიის წევრი!

გილოცავთ!

Grand Lodge of Georgia became member of European Confederation of The Grand Lodges as well as member of the International Confederation of the United Grand Lodges!

Congrat.!

მოგეხსენებათ, მასონთა ხსენება ბევრ ადამიანს შიშს ჰგვრის… უამრავი ჭორ-მართალი არსებობს მათზე. ამბობენ, რომ მსოფლიოს მასონები მართავენ. ყველა მსოფლიო მმართველი მასონი იყო, მათ სატანისტებთანაც კი აიგივებენ და მათ სახელს ათასგვარ საშიშ და საიდუმლოებით მოცულ მოვლენას უკავშირებენ. ვინ არიან სინამდვილეში მასონები,

მასონობა, თავისუფალი მასონობა (ფრანგ. franc-maçonnerie; ინგლ. Freemasonry) სიტყვასიტყვით ნიშნავს ქვისმთლელს. ძმობაზე და სამსახურზე დამყარებული ორგანიზაციაა, მორალურ-ეთიკური მოძრაობა, აღმოცენებული XVIII საუკუნეში (1717 წლის 24 ივლისი, პირველი ოფიციალური დიდი ლოჟა დიდ ბრიტანეთში) დახურული ორგანიზაციის სახით, საკუთარი რიტუალებით და სიმბოლოებით, რომლებიც გადმოღებულია ნაწილობრივ ქრისტიანობიდან. მასონური ეთიკა და ფილოსოფია აგებულია მონოთეისტურ შეხედულებებზე. დღევანდელ დღეს თავისუფალი მასონობა სხვადასხვა ფორმით არსებობს მსოფლიოში. ორგანიზაცია დაახლოებით 5 მილიონ წევრს ითვლის, რომელთაგან 2 მილიონამდე აშშ-ში ცხოვრობს და 480,000 ინგლისში, შოტლანდიასა და ირლანდიაში.

თავისუფალ მასონებს ერთმანეთთან აკავშირებთ ერთიანი მორალური და მეტაფიზიკური იდეალები. მათი ერთ-ერთი ფუძემდებლური იდეალია უზენაესი არსების რწმენა. თავისუფალი მასონები სიმბოლოებად იყენებენ ქვისმთლელების იარაღებსა და ხელსაწყოებს. სოლომონის ტაძრის მშენებლობის ალეგორიული სიმბოლოს წინააღმდეგ. მასონური იერარქია თავის წევრებს მოუწოდებს იღვაწონ კაცობრიობის „პროგრესისათვის“, თუმცა დაიტოვონ თავიანთი შეხედულება ამ სიტყვებზე[1].

ძმობა ადმინისტრაციულად დაყოფილია დიდ ლოჟებად (ან ზოგჯერ ორიენტებად). თითოეულ დიდ ლოჟას საკუთარი იურისდიქცია გააჩნია და მოიცავს დაქვემდებარებულ ლოჟებს. დიდი ლოჟები ერთმანეთს აღიარებენ მასონური სასაზღვრო ნიშნებისა და რეგულარული მასონური იურისდიქციის რიტუალით. არსებობენ, ასევე, ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებული არიან მასონთა ძირითად პალატასთან, მაგრამ დამოუკიდებელი მმართველობა გააჩნიათ. ეს ლოჟები და ორგანიზაციები გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე[2] და ატარებენ თავიანთ შეხედულებებსა და მიზნებს სხვადასხვა გზით.

როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი ევროპელი მასონების ლოჟა საქარველოში მასონების წარმომადგენლებს შეხვდება შეხვედრის ადგილი აჭარა, ადგილმდებარეობა მკაცრად გასაიდუმლებული.

პს. საქართველოში სომხური, უკრაინული, თურქული და ქართული მასაონთა დიდი ლოჟებიც.

Facebook Comments
x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...