Home » მთავარი » „თავისუფალი საქართველო“ რამდენიმე ტელეკომპანიის წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საჩივრით მიმართავს

„თავისუფალი საქართველო“ რამდენიმე ტელეკომპანიის წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საჩივრით მიმართავს

„თავისუფალი საქართველოს“ წევრი თენგიზ ომანაძე აცხადებს, რომ უკვე 10 დღეა ტელეკომპანიები: იმედი, მაესტრო და აჭარის ტელევიზია – მიუხედავად კანონით გათვალისწინებული ვალდებულებისა, ეთერში არ უშვებენ კახა კუკავას შტაბის მიერ მიწოდებულ საარჩევნო რეკლამებს.

ვიდეო რგოლში, რომელიც სამთავრობო ტელეარხებმა „ქსენოფობიურად“ მიიჩნეს, საუბარია ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემებზე, საფთხეებზე, რომლებიც შეიძლება ქვეყანას დაემუქროს უკონტროლო იმიგრაციით და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების აუცილებლობაზე.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „მაესტრო“ და „იმედი“ უარს აცხადებენ ეთერში განათავსონ „თავისუფალი საქართველოს“ მიერ მიწოდებული კიდევ ერთი რგოლი – „საქართველო მარიხუანას გარეშე“. სამწუხაროდ, ამჯერად პარტიისთვის ბუნდოვანი დარჩა, კონკრეტულად რა ნაწილში ვერ დავაკმაყოფილეთ ცენზორების გემოვნება.

„თავისუფალი საქართველო“ სამთავრობო ტელეკომპანიების წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საჩივრით მიმართავს. პარტია მოითხოვს, მარეგულირებელმა დაადგინოს ადმინისტრაციული პრაქტიკა მაუწყებლებისთვის, რომელიც გამორიცხავს ცენზურას და კანდიდატებს მისეცემს კანონით მინიჭებული უფლებით თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობას.

Facebook Comments
x

Check Also

“საოცარი ფენომენია ქართველ ებრაელთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ და პირიქით…”

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, თემაზე “ ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების ...