Home » მთავარი » „ჩარლი“ ასეული ნატოს რეაგირების ძალების (NRF) სრულუფლებიანი წევრია

„ჩარლი“ ასეული ნატოს რეაგირების ძალების (NRF) სრულუფლებიანი წევრია

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული ნატოს რეაგირების ძალების (NRF) სრულუფლებიანი წევრია. ნატოს მეორე დონის შეფასების შემდეგ, ქართულ ქვედანაყოფს ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) სერტიფიკატი მიენიჭა და 2019 წლის 1 იანვრიდან ნატოს რეაგირების ძალების (NRF) შემადგენლობაში მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულს ჩაანაცვლებს.
მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული სერტიფიცირების პროგრამაში 2014 წლიდან ჩაერთო. ამ ხნის განმავლობაში ასეულმა ეროვნული შეფასების პირველი, მეორე (SEL 1, SEL 2) და ნატოს შეფასების პირველი დონე (NEL 1) გაიარა. მიმდინარე კვირის განმავლობაში, ასეულს ნატოს შეფასების მეორე დონე (NEL 2) ჩაუტარდა.
ასეულის შეფასების პროცესში ქართველ შემფასებლებთან ერთად ნატოს სახმელეთო ჯარების შტაბისა და პარტნიორი ქვეყნების შემფასებლები მონაწილეობდნენ, რამაც შეფასების ნატოს სტანდარტების შესაბამისად ჩატარება უზრუნველყო. შეფასების შედეგებიდან გამომდინარე, ასეულმა წარმატებით გაართვა თავი დასმულ ამოცანებს და სერტიფიცირება წარმატებით გაიარა.
Facebook Comments
x

Check Also

“საშინელ სიზმარშიც არ დაგვესიზრმებოდა…”

დავით ნებიერიძე საზოგადოება “ივერია” -ვუსმინე შანდეროვიჩის ლექციას ტვ”დოჟდზე”, სადაც ის განიხილავს რუსეთში შექმნილ პოლიტიკურ მოცემულობას ...