Home » მთავარი » გენდერი უსაფრთხოების სექტორში

გენდერი უსაფრთხოების სექტორში

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა“ გრძელდება. მეხუთე მოდული უსაფრთხოების სექტორში გენდერთან დაკავშირებულ თემებს დაეთმო. მოდულის ხელმძღვანელმა, თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მაკა პეტრიაშვილმა მონაწილეებს გენდერის ძირითადი ცნებები და ტერმინები გააცნო, თავდაცვის უწყებასა და ზოგადად, უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასა და გენდერულ პერსპექტივებზე ისაუბრა.

კურსის მონაწილეებმა ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ ვითარებასა და განხორციელებულ ღონისძიებებზე მიიღეს. კურსის ფარგლებში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გენდერის კუთხით არსებულ პრობლემებსა და გენდერის საკითხებში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზეც იმსჯელებენ.

„უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა“ 10 სხვადასხვა სასწავლო მოდულისგან შედგება. კურსს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლები ესწრებიან და საჯარო სამსახურის მაღალი თანამდებობის პირები, მოწვეული ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უძღვებიან.
პროგრამის მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში ეფექტიანი საქმიანობისთვის მომზადებაა.

Facebook Comments
x

Check Also

ჯაფარიძე “პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოახდინონ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება”

პარლამენტში დეპუტატები უნდა შევუშვათ მხოლოდ იმ პირობით თუ ისინი უნდობლობას უცხადებენ მთავრობას და ინიშნება ვადამდელი ...