Home » მთავარი » მაია ოთინაშვილის გათავისუფლება ამ დრომდე ვერ ხერხდება

მაია ოთინაშვილის გათავისუფლება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ხურვალეთიდან ექვსი დღის წინ გატაცებული მაია ოთინაშვილის გათავისუფლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა და დიპლომატიური კორპუსი. რა მდგომარეობაშია ახალგაზრდა ქალი -ამის შესახებ ინფორმაციას არ აქვს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს, თუმცა სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით სამი შვილის დედა სავარაუდოდ ნაცემია.

გავრცელებული ინფორმაციით, ოთინაშვილს ჯერ რუსულ სამხედრო ბაზაზე გაუსწორდნენ ფიზიკურად რის შემდეგაც ის ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს.

შეიარაღებულმა პირებმა, ოთინაშვილი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს.

Facebook Comments
x

Check Also

პრემიერმა ახალი დავალებები გასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზაობის მკაცრ კონტროლს ავალებს. ...