Home » მთავარი » „თბილისობასთან“ დაკავშირებით ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

„თბილისობასთან“ დაკავშირებით ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

„თბილისობასთან“ დაკავშირებით დაგეგმილი მოსამზადებელი სამუშაოებისა და საზეიმო ღონისძიებების გამო, 5 ოქტომბრის 07:00 საათიდან 8 ოქტომბრის 06:00 საათამდე ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, შეიცვლება ევროპის მოედნის გავლით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები: გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ გადაადგილებისას, ავტობუსები და მიკროავტობუსები მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან აუხვევენ მშრალ ხიდზე და ვირსალაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდისკენ მობრუნდებიან.

ავტობუსები N23, N59 და N95 ხეთაგუროვის ქუჩის ნაცვლად გაივლიან ზაარბრიუკენის მოედანს, მშრალ ხიდს, ვირსალაძის ქუჩასა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ისინი ბარათაშვილის ხიდიდან ჩაუხვევენ მარჯვნივ და მტკვრის მარცხენა სანაპიროდან მოძრაობას გააგრძელებენ ჯერ ხეთაგუროვის ქუჩით, შემდგომ კი დადგენილი სქემით.

Facebook Comments
x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...