Home » მთავარი » პატიმარი თორნიკე გერასინი იმყოფება წინასწარი პატიმრობის საკანში არასათანადო პირობებში

პატიმარი თორნიკე გერასინი იმყოფება წინასწარი პატიმრობის საკანში არასათანადო პირობებში

ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნელყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე, უფლებადამცელი გიორგი თევზაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

-„ ჩვენს ორგანიზაციას განცხადებით მომართა უკრაინაში სამართალდაცავი ორგანოების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის თორნიკე გერასინის ნათესავმა და მოგვაწოდა ამ პირთან დაკავშირებული ინფორმაცია.

ჩვენს მიერ საქმესთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის წინასწარი შესწავლის დგინდება, რომ თორნიკე გერასინი რამდენიმე წელია სრულად არის პარალიზებული და მხოლოდ თავის მოძრაობის უნარი აქვს შენარჩუნებული. მას დამოუკიდებლად გადაადგილება და საკუთარი თავის მოვლა, მათ შორის კვება, წყლის დალევა არ შეუძლია. მიუხედავად ამ ვითარებისა, თორნიკე გერასინი იმყოფება წინასწარი პატიმრობის საკანში არასათანადო პირობებში. უშუალო წყაროდან მიღებული და თორნიკე გერასინის ახლობლების მიერ 2018 წლის 4 ოქტომბერს უშუალო წყაროდან მოწოდებული ინფორმაციით, მას უკვე თითქმის ათი დღეა არ უჭამია , რადგან თავად დახმარების გარეშე არ შეუძლია საკვების მიღება, ხოლო მის კვებაზე უკრაინაში ოდესის საპატიმრო დაწესებულებაში არ ზრუნავენ. საკანში, სადაც თორნიკე გერასინია მოთავსებული, არ არის საპირფარეშო ამ მხრივაც მასზე არავინ ზრუნავს.

ასევე მას აქვს გაუსაძლისი ტკივილები და არ უტარდება არათუ ადეკვატური არამედ ელემენტარული სამედიცინო მკურნალობაც კი. ფაქტიურად ხდება ამ პირის მიზანმიმართული მოკვდინება, რაც ამ მომენტში მისი წამებით მკვლელობის მცდელობის ტოლფასად იქნება შეფასებული.

საქმესთან დაკავშირებით თორნიკე გერასინის ნათესავის წერილობითი განცხადებით, ასევე ჩვენი წერილით ინფორმირებულია საქართვეკლოს პრემიერ-მინისტრის აპარატი და საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის საკონსულო დეპარტამენტის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების უფლებების, მათ შორის ჯამრთელობისა და სიცოცხლის დაცვა. არსებობს რეალური ალბათობა იმისა, რომ ნებისმიერ მომენტში დადგეს ფატალური შედეგი, ჩვენი განცხადების მიზანი არ არის თორნიკე გერასინის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეში ჩარევა, თუმცა ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს უდანაშაულობის პრეზუმპცია.

ჩვენი ამ საგანგებო განცხადების მიზანია დაუყოვნებლივ იქნას უზრუნველყოფილი თორნიკე გერასინის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე მისი კანონიერი უფლებები დაცვა და მის მიმართ სათანადო მოპყრობა. მივმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საკონსულო დეპარტამენტს გადაუდებლივ დაუყოვნებლივ მოახდინონ სათანადო რეაგირება თორნიკე გერასინის უფლებების დაცვის მიზნით, რადგან ყველა სხვა შემთხვევაში დავაყენებთ თორნიკე გერასინის უფლებების დაცვაზე ვალდებული სახელმწიფო მოხელეების შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხს.

ჩვენ თვალს თვალს მივადევნებთ უმოკლეს ვადებში რეაგირებას და გავაგრძელებთ საზოგადოებრივ მოიტორინგს. ასევე მოვახდენთ ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებას“.

Facebook Comments
x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...