Home » არჩევნები » „სატელევიზიო ეთერი ჯერ არ მქონია, სულ ერთი და იგივე სახეები არიან ტელევიზიებში”

„სატელევიზიო ეთერი ჯერ არ მქონია, სულ ერთი და იგივე სახეები არიან ტელევიზიებში”

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თეიმურაზ შაშიაშვილმა მიმიდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა.

ბრიფინგზე დაანონსდა, რომ ხვალ, 9 ოქტომბერს, ბორჯომში ჩანიშნულია  შეხვედრა,  სადაც თეიმურაზ შაშიაშვილი პროგრამულ პრიორიტეტებს წარადგენს.

-„სატელევიზიო ეთერი ჯერ არ მქონია, სულ ერთი და იგივე სახეები არიან ტელევიზიებში, ბევრმა საქართველოში ჯერაც არ იცის, რომ მე კენჭს ვიყრი საპრეზიდენტო არჩევნებში.

ცუდი იცით რა არის, ტენდენციაა ასეთი-იყო სააკაშვილთან, აქებდა, წამოვიდა მისგან და აძაგებს, ასევე იყო ივანიშვილთან, ადიდებდა, წამოვიდა მისგან და აძაგებს. მე რომ გუბერნატორი ვიყავი, ერთი კარგი სიტყვა არ მითქვამს პრეზიდენტისთვის და ამას დაადასტურებს ყველა.

მე მივმართავ ყველა მედიას-იბრძოლეთ, რომ ჩემნაირმა ადამიანებმა თქვან მთავარი სათქმელი, დღეს ინტილიგენცია გაიყო ორად და ეს ცუდია, კიდევ ვიმეორებ, დავდგეთ ყველა ერთად საზოგადოების წინაშე და პატივი ვცეთ ხალხს“-განაცხადა კანდიდატმა.

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...