Home » მთავარი » “ნუ იზამთ ისე, რომ ყველაზე ცუდი სცენარით წავიდეს ყველაფერი…”

“ნუ იზამთ ისე, რომ ყველაზე ცუდი სცენარით წავიდეს ყველაფერი…”

15 წლის მოზარდის, სერგი კაკაჩიას საქმის სასამართლო პროცესს

იხ.

http://www.gmtv.ge/48278-2/

 სოსო მანჯავიძე ეხმიანება და აცხადებს:

-2011 წლის 17 მაისს, ლგბტ თემმა პირველად გაბედა რუსთაველზე მსვლელობა მოეწყო,მაშინ მეგობრებთან ერთად არ მივეცით ამის საშუალება.

ერთ-ერთი ლგბტ აქტივისტის ისტერიის ჩაცხრობა მაშინ ერთი ალიყურით მომიწია.
მეორე დღეს დამაკავეს და ადმინისტრაციული წესით 100 ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს.
ასე რომ წილად მერგო პატივი,გავმხდარიყავი ლგბტ თემთან ბრძოლისათვის პირველი დაპატიმრებული საქართველოში.

ეს დაკავება იან კელის უშუალო მოთხოვნით შედგა და როგორც მითხრეს,სასჯელის სიმსუბუქეც გაპროტესტდა.
მაშინ საქართველოს მთავრობა ლგბტ-ს მხარდაჭერას აშშ-ს ზეწოლით ხსნიდა.
2011 წლის შემდეგ საქმე იქამდე მივიდა,რომ ლგბტ დემონსტრაციები უკვე მთავრობის ადმინისტრაციასთან იმართება.

გაუგებარია,ვისი ზეწოლით ამართლებს მათ მხარდაჭერას საქართველოს მთავრობა ,როცა ამერიკაში ტრამპი რადიკალურ ზომებს ღებულობს ამ აგრესიული მიმდინარეობის წინააღმდეგ.

ახლა 15 წლის სერგო კაკაჩიას იგივე ალიყურისთვის 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

მთავრობას,ეკლესიას, საპრეზიდენტო კანდიდატებს მოვუწოდებ გამოხატონ თავიანთი პოზიცია.

ამ ბავშვისთვის პატიმრობის მისჯა იქნება ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ლაქა ჩვენს უახლეს ისტორიაში.
იმედია, კეთილგონიერებას გამოიჩენენ ისინი,ვისაც ეს ხელეწიფება და ახალ დაპირისპირებამდე არ მიიყვანენ საქმეს.
ნუ იზამთ ისე,რომ კვლავ ყველაზე ცუდი სცენარით წავიდეს ყველაფერი.

Facebook Comments
x

Check Also

დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

ვიზიტის მეორე დღეს თავდაცვის მინისტრი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ჯარის ინფრასტრუქტურის ...