Home » მთავარი » “ერთად ავიცილოთ თავიდან ეს ბინძური პროვოკაცია!..”

“ერთად ავიცილოთ თავიდან ეს ბინძური პროვოკაცია!..”

საზოგადოება „ივერიას“ წევრი, დავით ნებიერიძე აცხადებს, რომ დღეს რუსთაველზე, „მამების აქციაზე“ პროვოკაცია იგეგმება და ყველა მოქალაქეს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, პარლამენტთან მისვლისა და რაიმე ინციდენტის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს.

ხელისუფლება აპირებს შვილმოკლული მამების აქციის დარბევას და დისკრედიტაციას. ამ მიზნით დღეს საღამოს 6 საათზე დააორგანიზეს ამ ფაშისტური დაჯგუფების აქცია პარლამენტის წინ, ზუსტად მამების აქციის ტერიტორიაზე, გამოგონილი მოტივით – სოლიდარობა ინგუშ ხალხს.

სინამდვილეში სუს-ის მიერ შექმნილი ამ დაჯგუფების მიზანია პროვოკაცია და მამების აქციის მონაწილეებთან ჩხუბის დაწყება და მამების აქციის დარბევა. ამიტომ, თითოეული მოქალაქის ვალია მივიდეთ და დავიცვათ მამების აქცია ამ პროვოკაციისგან.

ნუ დაიზარებთ მეგობრებო, მობრძანდით ყველა და ერთად ავიცილოთ თავიდან ეს ბინძური პროვოკაცია.
ძალა ერთობაშია!“-აცხადებს ნებიერიძე.

ნებიერიძე აცხადებს, რომ აქცია სოციალური ქსელით უკვე დაანონსებულია.

 

 

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

მანქანაში 3 ადამინი – ამ წესს დამატება სჭირდება, რათა სტრესს და ხარჯებს ავარიდოთ ჩვენი მოქალაქეები…

გულიკო ზუმბაძე “ლელო” -სამ სულზე მეტი ოჯახი ერთი მანქანით ქალაქგარეთ ვერ გაემგზავრება, ასეთია საგანგებო მდგომარეობის ...