You are here
პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი ბორჯომში ჩავიდა არჩევნები მთავარი 

პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი ბორჯომში ჩავიდა

პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი დღეს ბორჯომში პროგრამის პრეზენტაციას გამართავს და ადგილობრივებს შეხვდება. კანდიდატი უკვე ბორჯომში იმყოფება, სადაც უმეტესად გრიგოლ ვაშაძის და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოფენილი.

როგორც შაშიაშვილის მხარდამჭერები აცხადებენ, მათ პარკში საზოგადოებასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს.

პრეზიდენტობის კანდიდატი ქუჩაში ხალხს ესაუბრება, შემდეგ კი პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.

ერთი, რაც თვალშისაცემია კანდიდატთან შეხვედრისას არის ის, რომ საზოგადოება კამერებს არიდებს თავს და ითხოვს “გადაღების გარეშე ჩამოართვან ხელი”.

თემურ საშიაშვილი თავად მიდის მოქალაქეებთან და ესაუბრება მათ.

 

Comments

comments

Related posts