You are here
ახალგაზრდებსა და კახა გვანცელაძეს შორის შეხვედრა შედგა (ვიდეო) მთავარი საზოგადოება 

ახალგაზრდებსა და კახა გვანცელაძეს შორის შეხვედრა შედგა (ვიდეო)

გუშინ, „ძალა ერთობაშია“-ს საზოგადოებასთან შეხვედრის დროს, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ ინციდენტი მოხდა. ისინი ერთ-ერთი ბაღის დირექტორს აგრესიასა და ზეწოლაში ადანაშაულებენ და ვიდეოსაც ავრცელებენ.

Gepostet von Tamar Zerekidze am Montag, 8. Oktober 2018

დღეს ახალგაზრდების ჯგუფი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში მივიდნენ და დირექტორთან, კახა გვანცელაძესთან შეხვედრა მოითხოვეს.

სანამ გვანცელაძეს შეხვდებოდნენ, მათ სააგენტოს სხვა წარმომადგენელი ესაუბრა.

ბაღების მართვის სააგენტო

Gepostet von Nika Nozadze am Dienstag, 9. Oktober 2018

ჩვენი ინფორმაციით, ახალგაზრდებსა და სააგენტოს დირექტორს შორის შეხვედრა შედგა.

კახა გვანცელაძემ ახალგაზრდებს განუცხადა, რომ დაელოდება კომპეტენტური ორგანოების მიერ ფაქტზე დაწყებული მოკვლევის დასრულებას და მათ შეფასებას.

ამ დროისთვის ახალგაზრდებმა დატოვეს ბაღების სააგენტოს შენობა.

მოძრაობა ”ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენელი ნიკა ნოზაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ აუცილებლად მიაღწევენ ამ პედაგოგის გათავისუფლებას, რათა სხვას აღარ ჰქონდეს სურვილი დაარღვიოს კანონი.

-„ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე, ვაიძულებთ ბაღების  სააგენტოს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ეს ქალბატონი დაკავებული თანამდებობიდან, რადგან წახალისებად არ ჩათვალონ სხვა გამგეებმა და იგივე არ გაიმეორონ, საქმეს  ბოლომდე მივიყვანთ“.

ბაღების სააგენტოს ოფიციალურ განცხადება:

გვსურს გამოვეხმაუროთ გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლების მიერ თბილისის N15 ბაგა-ბაღის დირექტორის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.

განვმარტავთ, რომ აღნიშნული ბაღის დირექტორი მიმდინარე კვირაში სარგებლობს კუთვნილი შვებულებით და არ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციურმა პარტიამ უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და დაწყებულია ფაქტის მოკვლევა, სააგენტო დაელოდება ამ უწყების დასკვნას და სწორედ ამის საფუძველზე მოხდება შესაბამისი რეაგირება.

აქვე, აუცილებლად მიგვაჩნია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც ბაღების მართვის სააგენტოში მოვიდნენ პოლიტიკური მოთხოვნებითა და დესტრუქციული ქმედებებით, სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე მოადგილეებთან ერთად შეხვდა და პირადად განუმარტა საქმის ვითარება.

 

Comments

comments

Related posts