You are here
“რატომ ვარ ახლა ბორჯომში? იმიტომ, რომ ვიცი რა არის პირველი…” არჩევნები მთავარი 

“რატომ ვარ ახლა ბორჯომში? იმიტომ, რომ ვიცი რა არის პირველი…”

პრეზიდენტობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა საარჩევნო პროგრამა დღეს ბორჯომში წარადგინა, პროგრამის წარდგენამდე ის ქალაქის ქუცებში მოსახლეობას შეხვდა და ესაუბრა.

იხ.

http://www.gmtv.ge/48341-2/

-“1995 წელს მე მივმართე მოქალაქეთა კავშირს, რომლის წევრი არასდროს ვყოფილვარ. მე ვწერდი, რომ პირველ ეტაპზე უნდა მიგვეხედა ბორჯომისთვის, საირმესთვის და საერთოდ, ყველა ბარნეოლოგიური კურორტისთვის, მე დავიწყე ეს და სულ მქონდა სალაპარაკოდ-წადით და ნახეთ ნუნისი.

მე ახლა ბორჯომში ვარ იმიტომ, რომ მე ვიცი რა არის პირველი-ეს არის ამ ქალაქის მაშტაბურ კურორტად ქცევა. საჭიროა საქართველოში ყველა ბარნეოლოგიური კურორტი მოწესრიგდეს და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ჩვენ ამ პროგრამით საქართველოდან წასული საკმაოდ ბევრი ადამიანის დაბრუნება შეგვიძლია“.

ამ წუთებში თემურ შაშიაშვილი მის საარჩევნო პროგრამას აცნობს საზოგადოებას და ამბობს, რომ ქვეყნის პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს მეცნიერებას.

Comments

comments

Related posts