You are here
„დამკითხეს, დიდი მადლობა ვიცე-კონსულს“ – ბოლო ინფორმაცია თურქეთიდან მთავარი საზოგადოება 

„დამკითხეს, დიდი მადლობა ვიცე-კონსულს“ – ბოლო ინფორმაცია თურქეთიდან

ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა თინა თაყაძემ, რომელიც თურქეთში იმყოფება, სოციალურ ქსელში დაწერა:

,თურქეთში მამაკაცმა ჩემს ჩაიში წამალი ჩაყარა, რომლის დალევის შემდეგაც, ჩემთან ფიზიკურ კონტაქტს მოახერხებდა. ამჟამად ვიმყოფები პოლიციის შენობაში. სამართალ დამცველები არ აღიქვამენ ამ საკითხს სერიოზულად და დაკითხვაზე უარს ამბობენ. პოლიცია მეუბნება თუ არ გავჩერდები დიდი ჯარიმის გადახდა მომიწევს. რადგან საქმე თუ აღიძრა, ჩაის ანალიზის და სასამართლოს ხარჯები შენ უნდა დაფაროვო“ – აცხადებს თინა თაყაძე.

მისივე თქმით, პოლიციაში უთხრეს, რომ ჩაის ანალიზის და სასამართლოს ხარჯები მან უნდა გადაიხადოს.

ჩვენ თინა თაყაძეს დავუკავშირდით.

-თინა, რა ხდება ამ წუთებში და სად იმყოფები?

-ამ წუთში პოლიციის შენობიდან შემოწმებაზე გადავყავარ, რადგან მე თავად მოვითხოვე შემოწმება ხომ არ ვარ რაიმე ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, შემდეგ გადამიყვანენ ტრაპზონში.

ახლა ამოწმებენ ჩემს პირად ნივთებს, ტანსაცმელს და გადამიყვანენ ჰოსპიტალში.

-თინა, შენ თქვი, რომ არ დაგკითხეს და ჩაის ანალიზის და სასამართლოს თანხა შენ უნდა გადაგეხადა, ამ მხრივ რა ხდება?

-მას მერე, რაც საქმეში ტრაპზონის ვიცე-კონსული თემურ ტარტარაშვილი ჩაერია, არაფრის ფული აღარ მაქვს გადასახადი, დამკითხეს, ის კაციც მოიყვანეს და დაკითხეს და გამოძიებაც დაიწყო. აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა, კონსული, რომელსაც დასცინიან-ქართველის დარეკვაზე რეაგირებას არ ახდენსო-ჩემს შემთხვევაში საკმაოდ აქტიურია, მისი ჩარევის შემდეგ საქმე აღიძრა.

მე დიდ მადლობას ვუხდი ბატონ თემურს, რადგან ის რომ არ ყოფილიყო, არც განცხადებას დამაწერინებდნენ, არც გამოძიება დაიწყებოდა და ისევ შეურაცხყოფის, ფსიქოლოგიური ზეწოლის და დაცინვის ქვეშ ვიქნებოდი. რა წამშიც ვიცე-კონსული ჩაერია საქმეში, იმ წამიდან დაიწყო ჩემი დაკითხვა.

Comments

comments

Related posts