You are here
პრეზიდენტობის კანდიდატებმა საუბარი მედიისგან დახურულ ფორმატში გამართეს არჩევნები მთავარი 

პრეზიდენტობის კანდიდატებმა საუბარი მედიისგან დახურულ ფორმატში გამართეს

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახლის ეზოში პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი ლილუაშვილის ინიციატივით კანდიდატების შეხვედრა შედგა.

შეხვედრაზე რამდენიმე კანდიდატი მივიდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებმაც კანდიდატებს არცევნებისადმი ბოიკოტისკენ მოუწოდეს.

კახაბერ ჭიჭინაძემ, თემურ შაშიაშვილმა, გელა ხუციშვილმა, გიირგი ანდრიაძემ და გიორგი ლილუაშვილმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს და საუბარი მედიისგან დახურულ ფორმატში გააგრძელეს.

შეხვედრის დროს თეიმურაზ შაშიაშვილის მხარდამჭერებმა იქ მისულ კანდიდატებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ პარასკევს, 12 ოქტომბერს, 17 საათზე ბიზნეს ცენტრ “King DAVID” ის ივენთ ჰოლში გაიმართება კანდიდატების შეხვედრა.

აქვე ცნობილი გახდა, რომ ბიზნეს ცენტრ “King DAVID” ის ივენთ ჰოლი პრეზიდენტობის კანდიდატებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად ეთმობათ. ამ ინიციატივას გამოეხმაურა და ასევე სიმბოლურ ფასად – 12 ლარად უთმობს ეთერს ქართული TV ერთი საათის განმავლობაში.

Comments

comments

Related posts