You are here
პროკურატურამ გამოკითხული 849 პირიდან დაზარალებულად 695 ცნო მთავარი სამართალი 

პროკურატურამ გამოკითხული 849 პირიდან დაზარალებულად 695 ცნო

პროკურატურა „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ხანძრის გაჩენის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საუბრობს. პროკურატურამ გამოკითხული 849 პირიდან დაზარალებულად 695 ცნო.

„შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2017 წლის 27 ივლისს, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა – ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“-ს დირექტორი გ.მ., ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მ.თ. 2017 წლის 1 დეკემბერს, გ.მ.-ს და მ.თ.-ს საქმე არსებითად განსახილველად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო ძირითად საქმეზე, კვლავ გრძელდება გამოძიება.

ბრალდების მხარეს, მუდმივი კომუნიკაცია აქვს იმ პირებთან, რომლებმაც მომხდარი ხანძრის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი განიცადეს. თითოეულ მათგანს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლება და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურები. თითოეულ დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, თუმცა, უშუალოდ გამოძიების მწარმოებელი ორგანოსაგან შესაბამისი ანაზღაურების მიღების მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ეს პროკურატურის კომპეტენციას სცილდება“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments

comments

Related posts