You are here
ვაშაძის მხარდამჭერები თიანეთში – „ხალხი შიშის ქვეშაა…“ არჩევნები მთავარი 

ვაშაძის მხარდამჭერები თიანეთში – „ხალხი შიშის ქვეშაა…“

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა შტაბის  წევრები თიანეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

კარდაკარზე გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ოტიაშვილი, ნიკა მელია, გია როინიშვილი და  სხვა წევრები საარჩევნო ბუკლეტებს არიგებდნენ და მოსახლეობას პირადად ესაუბრებოდნენ.

ზურაბ ოტიაშვილის თქმით, თიანეთშიც იგივე განწყობაა რაც სხვაგან, ხალხს ეშინია სოციალური დახმარების მოხსნის და სამსახურების დაკარგვის.

-სამწუხარო რეალობაა, რომ ხალხი შეხვედრაზე ვერ გამოდის, რადგან ეშინიათ ან თავად არ დაკარგონ სამსახურები ან შვილი არ გაუთავისუფლონ, ზოგს კი სოციალური დახმარების მოხსნის შიში აქვს. მოსახლეობა პირად საუბრებში ამბობს, რომ უნდათ შეხვედრაზე მოსვლა, მაგრამ საჯაროდ აზრის დაფიქსირების ეშინიათ.

მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოქალაქეებს-აუცილებლად მიდით არჩევნებზე, კარგად გადახედეთ ახლანდელ მდგომარეობას და მხოლოდ შვილების მომავალზე გააკეთეთ ორიენტაცია არჩევანის გაკეთებისას“-აცხადებს ზურაბ ოტიაშვილი.

-ხალხი შიშის ქვეშაა, პირდაპირ გვეუბნებიან, მხარს საარჩევნო ყუთებთან დაგიჭერთო, ღიად  ვერ გამოდიან-ამბობს ნიკა მელია.

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა შტაბის  წევრებმა ვაშაძის საარჩევნო ბუკლეტები დაარიგეს და განაცხადეს, რომ არცევნებამდე ყველას სახლის კარს შეაღებენ და პირადად მოისმენენ მოსახლეობის პრობლემებს.

Comments

comments

Related posts