You are here
გირჩი 20 ოქტომბერს, დედა ენის ბაღში მარიხუანის ლეგალიზების აღსანიშნავ ფესტივალს მართავს მთავარი საზოგადოება 

გირჩი 20 ოქტომბერს, დედა ენის ბაღში მარიხუანის ლეგალიზების აღსანიშნავ ფესტივალს მართავს

პოლიტიკური გაერთიანება გირჩი 20 ოქტომბერს, დედა ენის ბაღში მარიხუანის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას გეგმას.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი ზურა ჯაფარიძე ამბობს, მათ სურთ 20 ოქტომბერი გახდეს საქართველოში მარიხიანას ლეგალიზაციის დღე.

-„საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, რომ გვაქვს მარიხუანას მოხმარების უფლება და ეს არის ჩვენი თავისუფალი განვითარების ნაწილი. მიუხედავად ამისა, საქართველოს მტავრობა აპირებს მარიხუანას მოხმარება დაუშვას მხოლოდ საკუთარ სახლებში, შეკუჭულ კუნჭულებში, სხვაგან კი ადამიანებს, ნებისმიერი ქცევისთვის, რომელიც მარიხუანასთან არის დაკავშირებული დასჯიან დიდი ჯარიმებით, რაც არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის პათოსი არის სულ სხვა.

20 ოქტომბერს მარიხუანას ფესტივალში მონაწილეობას მიირებენ ის ბიზნესები, რომლებიც მარიხუანას მომიჯნავენი არიან, მაღაზიები, თესლების იმპორტიორები და სხვა,

მე მივალ ფესტივალზე და გამოვიყენებ ჩემს ახლანდელ სტატუსს, ჩავიდენ ისეთ რამეს, რომ ქვეყანაში არავის დაიჭერენ და არც ჯარიმებს დაადებენ.

გვინდა 20 ოქტომბერი გახდეს მარიხუანას ლეგალიზაციის დღე. იქ არ მოვიხმარ მარიხუანას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვან რამეს გავაკეტებ“-აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ამ ქვეყანაში არიან სხვადასხვანაირი ადამიანები და ყველას მოუწევს ერად ცხოვრება.

-არ ვაპირებთ არც გადახვეწას, არც ციხეში ჯდომას, ყველას მოუწევს ჩვენტან ერტად ცხოვრება“-ამბობს ჯაფარიძე.

 

Comments

comments

Related posts