Home » მთავარი » ორგანიზაციამ ,,პროგრესული თაობა საქართველოსთვის” იმიტირებული არჩევნები ჩაატარა

ორგანიზაციამ ,,პროგრესული თაობა საქართველოსთვის” იმიტირებული არჩევნები ჩაატარა

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პროგრესული თაობა საქართველოსთვის,,  ეგიდით სამ ლოკაციაზე ჩატარდა იმიტირებული არჩევნები.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ქაჯაია ამბობს, რომ ეს იყო სრულიად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი კვლევა, სადაც მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ სტუდენტებმა.

-“კითხვის არსი მდგომარეობდა შემდეგში თუ ვის დაუჭერდით მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე ?! ვთხოვეთ პოზიციის დაფიქსირება . ყოველგვარი წესების დაცვით იმიტირებულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ხუთასმა (500) სტუდენტმა . ძალზედ საინტერესოდ წარიმართა ხმის მიცემის პროცესი . შედეგები გამოქვეყნდება პრესკონფერენციაზე.

ადგილები სადაც გამოკითხვა ჩატარდა :

1) თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

3) შავი ზღვის უნივერსიტეტი”-აცხადებს ქაჯაია.

სტუდენტების კვლევის შედეგი ხვალ GmTV-ზე.

 

Facebook Comments
x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...