Home » არჩევნები » 50 ათასი – სექტემბერში კი, სანამ „ოცნება“ ზურაბიშვილს მხარს დაუჭერდა, მაკრახიძეს ფული არ ჰქონდა…

50 ათასი – სექტემბერში კი, სანამ „ოცნება“ ზურაბიშვილს მხარს დაუჭერდა, მაკრახიძეს ფული არ ჰქონდა…

სალომე ზურაბიშვილის კამპანიას გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ 50 ათასი ლარი შესწირა. ნინდინარე მოვლენების ფონზე გადარიცხვა თუ შეწირვა უკვე გასაკვირი არ არის, მაგრამ მაკრახიძის შემთხვევაში ცოტაოდენი გაოცება მაინც გეუფლება, რადგან ჯერ კიდევ სექტემბერში, სანამ „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს მხარს ღიად დაუჭერდა, დეპუტატი ამტკიცებდა, რომ მას პრეზიდენტობის კანდიდატის დასაფინანსებლად სახსრები არ ჰქონდა, კიდევ ერთხელ ვამბობთ, ეს მანამ, სანამ „ოცნება“ საბოლოო გადაწყვეტილებას საჯაროდ დააფიქსირებდა.

სხვათაშორის, მაკრახიძე “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში  ყოფნის დროს მათი  ერთ-ერთი მსხვილი შემწირველიც იყო. ის არის 10 მაჟორიტარიდან ერთ-ერთი რომლის გვარი მთავრობის და პარლამენტის წევრებისთვის პირდაპირი ხელშეკრულების გზით გადაცემული 25 მილიონი ლარის საქმეში ფიგურირებს.

„გავეცანი მთლიანად მის ნამოღვაწარს და ვიფიქრე, რომ გადავურიხავდი. მის კონკურენტებთან შედარებით ვიფიქრე, რომ იქნება წარმატებული.

განა შეიძლება ვინმეს თხოვნით ფული ჩაურიცხო? ჩემი სურვილი იყო და გადავურიცხე. ყოფილი ფირმა მქონდა, ვმუშაობდი და დანაზოგი იყო ჩემი,“- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის” წევრი იოსებ მაკრახიძემ.

ცნობისთვის, იოსებ მაკრახიძე გზების სამშენებლო კომპანია “იბოლიას” მეწილეა. მასზე დღესაც ამბობენ-ნაციონალების სკოლაგავლილი „ოცნების“ კიდევ ერთი კანდიდატი.

Facebook Comments
x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...