Home » მთავარი » “12 ოქტომბერს, 2 საათზე, პარლამენტში შედგება შეხვედრა… ვაგრძელებთ ბრძოლას!..”

“12 ოქტომბერს, 2 საათზე, პარლამენტში შედგება შეხვედრა… ვაგრძელებთ ბრძოლას!..”

ირმა ინაშვილი

-2018 წლის 12 ოქტომბერს, დღის 2 საათზე, საქართველოს პარლამენტში, ჩვენი ფრაქციის ინიციატივით შედგება შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებსაც ფიზიკურად გაუსწორდა 2004-2012 წლების რეჟიმი და რომლებიც დღემდე ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას.

მათ ვერავინ გაუბედავს უთხრას,- დაივიწყეთ წარსული, შეეგუეთ კოჰაბიტაციას, შეეგუეთ, რომ დამნაშავეები იქნებიან დაუსჯელნი და იქნებიან სასამართლოში, პარლამენტში, ძალოვან სტრუქტურებში.

თამაზ მოლაშვილი, ია მეტრეველი, ლია კრიალაშვილი, ჯამბულ გამცემლიძე, გურამ გირგვლიანი, გია აბდალაძე, კობა დავითაშვილი, ნორა კვიციანი, კიდევ სხვანი, ბევრნი … დღეს – საქართველოს პარლამენტში!

ზოგიერთი ცდილობს სკეპტიციზმის დანერგვას. ამბობს,- დაგვიანდა. ჩემი პასუხი მარტივია- არასდროს არაა გვიან, თუ შენ სიმართლისთვის იბრძვი! ჩვენ არ ვაპირებთ წარსულის დავიწყებას! ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას, ბრძოლას, შრომას, რომ 2004- 2012 წლების რეჟიმი, სააკაშვილ- ბოკერიას რეჟიმი საქართველოში ვეღარასდროს განმეორდეს!

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

დღეს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი ...