Home » ემიგრანტები » საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის – მიეცი ხმა სახლიდან გაუსვლელად!

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის – მიეცი ხმა სახლიდან გაუსვლელად!

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე სახლიდან გაუსვლელად.  საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად იუსტიციის სახლის ვებ-გვერდის ამ მისამართზე- http://psh.gov.ge/main/page/6/358  შესაძლებელია  შეავსოთ ელექტრონული განცხადება, ატვირთოთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით.

ონლაინ რეჟიმში საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება გახლავთ უფასო, ხოლო ამ პროცედურის წარმატებულად განსახორციელებლად თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ბიომეტრიული ფოტო სურათი, ვებ-კამერა, ყურსასმენი და მიკროფონი. განაცხადის წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში და ასევე საქმის წარმოების ყოველ ეტაპზე თქვენ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება ამა თუ იმ მოქმედების შესრულების შესახებ.

შეგახსენებთ რომ საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს მხოლოდ საკონსულო აღრიცხვის შემდგომ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში.

საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება ასევე შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის მეშვვეობითwww.geoconsul.gov.ge .

ყველა ინფორმაცია – diaspora.ge

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება და პასუხობს

სახელმწიფო აუდიტის კრიტიკულ დასკვნას, სადაც წერია, რომ სამხედრო სამსახურის პერიოდში, მოსამსახურეებს დროებითი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს ...